ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2013


ძინავთ შენს თითებზე ჩემებს

ძინავთ შენს თითებზე ჩემებს.
მშვიდი სუნთქვა ისმის ღამის.
თმაზე შენი თმები მრჩება
ხან შენ იღიმები...ხან მე...

ძინავთ შენ თითებზე ჩემებს
ზღვა რომ ღელავს, სულ არ გვესმის.
სულ რომ ბავშვივით არ მჩქმეტდე,
სულ რომ არ გიყვარდე, ვერსად...

ვეღარ დავაწყობდი ხელებს...
ვერ მოვისვენებდი გესმის?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები