ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2013


მე ჯინი არა ვარ...

მე ჯინი არა ვარ, ეს სივრცე ჩემია,
არც ბორკილს არ ვიდებ, არ მიყვარს ხუნდები,
ცხოვრებას ვაწვალებ, მკაცრგანაჩენიანს,
და თმენის ღადარით ნელ-ნელა ვხურდები...
ვდნები და ზოგჯერაც წვეთ-წვეთად ვიღვრები,
დრო-ჩემი ხალიბი წუთი-წუთ  ჩაუქობს,
სიტყვები ლექსებად ჩნდებიან რიდებით,
ო, ღმერთო, ამ სიტყვებს ცეცხლი არ ჩაუქრო!
თორემ დამაშვრალი გავყვები ლახლახით
სივრცეებს, იქ, სადაც  დუმილი კენტავრობს,
მე მხოლოდ უფლის წინ მხედავენ თავდახრილს,
მოწმეა მელტარო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები