ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2013


  ჩამოტვირთვა

თებერვალი

ღამემ თითქოს დარაბები შემოიხსნა და ოთახში სიცივე შემოუშვა. მძინარეს ზურგზე სიცივე მეკვრის, უნებურად მაკანკალებს. შენ მოდიხარ  და ცდილობ გამათბო, ცდილობ უშენობა ამოავსო სიზმრებით მაინც.
უკვე თითქოს გაზაფხულია, დღისით თებერვლის მზე შემოდის ყველას ოთახში(თუმცა ჩემს სახლს არ ადგება მზე), ღამე კი ისევ უცვლელად ენაცვლება სითბოს სიცივე.
ზამთარი მიდის, გადაიღალა ჩემი სულის ტარებით ისიც, ეს უფორმო და უხილავი მასა ყოფილა მძიმე, ძალიან მძიმე. შენ გაუცნობიერებლად მეხმარები ვზიდო სული და პოზიტიური გამოხედვით ჩემს სხეულში სითბო შემოგაქვს.
ვიცი არასდროს დაბრუნდები, არ წახვალ რადგან.
ვერ ვიტან ზამთრის დასრულებას, რადგან არასდროს არ შემოდის მზე ოთახებში, თუმცა იგროვებ ხელის გულზე მზის სხივებს და ყოველთვის მოგაქვს. ალბათ არ გინდა რომ უმზეოდ ვიყო ყოველთვის, ამიტომ შენ წილ მზის სხივებსაც ჩემთვის იმეტებ.
ღამე ყოველთვის ფანჯრებს იხსნის, და ჩემს ოთახს ავსებს სიცივით,
ჩუმად მოდიხარ როცა მძინავს და ფანჯრებს კეტავ, და ისევ ჩუმად ჩემი სახლის კარით გადიხარ,
მე ვერ ვამჩნევ შენს მოსვლას და ასევე წასვლას,
მეორე დღეს გეუბნები:
- შენ ისე მათბობ. ,  .
გაოცებული იჩეჩავ მხრებს და გახსენდება, რომ სიზმრებით რეალობაში დარჩენილი სიცარიელის შევსებას ცდილობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები