ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2013


ფი-ანდაზები

არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა, (ანდაზა)
არც მკვდარი გაცოცხლებულა, მეტის ვაით და ვიშითა... (ბ-ჰ)

ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო, (ანდაზა)
ლამაზებს ჩითიც უხდებათ, მახინჯებს არცა ფარჩაო... (ბ-ჰ)

დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო, (ანდაზა)
თვით ეშმაკიც კი ვერ ავნებს, დედისგან დალოცვილსაო... (ბ-ჰ)

დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო, (ანდაზა)
მერე ბედს მიუბრუნდება და ეტყვის: ვინ დამთარსაო?!.. (ბ-ჰ)

ერთმანეთისა ჯავრითა, სახლი აივსო ნაგვითა, (ანდაზა)
რასაც ვერ აწევ ატაცით, უნდა ეცადო აკვრითა... (ბ-ჰ)

ერთი მერცხალის ჭიკჭიკი, გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, (ანდაზა)
რა გინდ ეცადოს, იდაყვით კაცი ზურგს ვერ მოიფხანსო... (ბ-ჰ)

ვერიდებოდი ღოლოსა, შემომხვდა ღობის ბოლოსა, (ანდაზა)
ვინც მხიარული იწუნა, იმას უჟმური ცოლობსა... (ბ-ჰ)

ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგის კაკალიც არაო, (ანდაზა)
ბრძენი სდუმს, უგუნური კი ითხოვს მისმინეთ ჩქარაო... (ბ-ჰ)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს