ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2013


* * *

კანის ფორებიდან მუზა შევისრუტე
სისხლით დაიარა ჩემი უჯრედები,
ტაომ დააყარა სხეულს გადათელილს
ფიქრსაც ნიკოტინის კვამლით ვუერთდები,

ლაქა წარსულისა აწმყოს გადასერავს
მომავლის ფსკერზე დროა ჩაძირული,
ცოდვებს მარიალიანს ტანზე დავიღვენთავ
იქნებ არ მოედოს ჩემ ტვინს ძილის რული,

სპირტი შეერგება შხამად ჯანმრთელობას
ფიქრი უძილობას თეთრად გადამიღლის,
მზის სხივს გაუღიმებს მთვარე დამცინავად
ისევ გათენდება, ეს დღეც გადაივლის

ყინვა მითავაზებს ლურჯი ხელთათმანით
დუელს დამინიშნავს დილა სუსხიანი,
იქნებ წავუძინო ერთი ათი წუთი
ხვრინვა ამოვუშვა იქნებ გულიანი  .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები