ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2013


ყველა ოცნება კოცონია-სახლის წინ იწვის.

ყველა ოცნება კოცონია, - სახლის წინ იწვის.
წარმოიდგინე, კვამლია და თვალღია ეზოს-
არ ეტირება, ისე დგას და თუნდაც რომ იწვეს
მზეო!
რით  ვერ ერევი მწუხარებას, რომელიც ახლა
ასე თუ ისე მოგვერია ადამიანებს...
მე ნუ მიყურებთ! წლებია რაც დაგტოვეთ, აღარ......
იარე!-
ჩემო ოცნებავ! ფეხდამწვარმაც იარე! ვიცი-
სახლებს და სკვერებს რომ გაცდები, მეტია შვება!
ამასობაში შენ დგები და სასწრაფოდ იცმევ...
შრება

თვალიდან კვამლი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები