ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2013


ქართული ვერტიკალები(დიოგენურ-ჯვაროსნული სავარჯიშოები)

ლექსი იკითხება სიტყვების როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური თანმიმდევრობით
                                  ...ყოველი საიდუმლო ამ ენის შიგნით არი დაფარული...
                                                             
(შეყვარებული ერთგულების სალავთან)

თვალებში        მწვანე        ჩუმი        ღამეა
გამქრალ      ქრიზოლთა  ქარიზმა    შორი...
ნაკვერჩხლის  ვერცხლში  იწვის      კამეა
წვეთებს        უნთიათ...  შანდალი    ორი...

(შობის მუსიკით მოცული)

მოგვების        დაფანტულ      ალმასში        აენთო
წვეთები          უდაბნოს          ცისფერი        წყალობა
წამოვა            ჩამოქნილ        ფლოქვივით    ლამაზი
დაუწრეტ        ალებად            ვიქცევი        წვალების...
ნატვრიდან    ჩაღვრილი      ცრემლების      მტევანი
დალეწილ    სინათლის          სიჩუმეს            შეება
ნოტებში        ნოტიო              ეტყობა          შობისცას
მორბიან        ცხენები            ელვათა      მშვენებად...

(შიგნით...  სალვადორში...)

ელვაში    მოვწყვიტე    ალმასის    ულვაში
გავხვიე  ალვისქვეშ    ბუზების  ალთაშინ
მერაშის    ალრაშთა    მარმაში    იწვოდა
მერეში    სიმლაშე        დავწანი    კალთაში...

          (უცხო პლანეტა)

    ცაა...      ცრის      ქერქის        ჩრდილებს
    სხვა      მზის      დარდიან      დილას...
  ბეწვის  გადამწვარ  ლანდს          და
  ფიქრის    თივას        ვით            სილას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს