პატარა, კოხტა, ლამაზად შეღებილი სახლი, მხოლოდ ზამთარში ჩანდა. წელიწადის სხვა დროს მთლიანად იყო დაფარული ყვავილებით. სახლი ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ააშენა. დაამშვენა და თითით საჩვენებელი გახადა. ისინი აჭარაში მუჰაჯირობის დროს თურქეთიდან გადმოხვეწილი ბერძნები იყვნენ. ქალის კივილს ჩვილი ბავშვის ტირილის ხმა მოჰყვა. _ არისტო გილოცავ! გოგო შეგეძინა _ მიახარა ოთახიდან გამოსულმა ბებიაქალმა არისტო ჩილინგარიდს. არისტომ სუფრა გაშალა, ღვინით ადღეგრძელეს ახალშობილი. დილამდე ზეიმობდნენ რიცას ბედნიერ პირველდედობას. წელიწადნახევრის შემდეგ ისევ გაისმა რიცას კივილი. _ ,,შემდეგი ბიჭი იქნება,,_ მხარზე ხელი დაჰკრა მეზობელმა. ისევ გავიდა წელიწადი _ გოგოა... _გოგოა... _გოგოა... ... და ასე შვიდჯერ გამოვიდა ბებიაქალი, თანდათან უდაბლებდა ხმას. თანდათან ეღუშებოდა სახე არისტოს. ჩაკერპდა და ჩაქვავდა, დადუმდა. თავაუღებელი შრომობდა. კიდევ გავიდა წელიწადნახევარი... ისევ გაისმა სოფელში რიცას ხმა. ისევ გაისმა ჩვილის ტირილი ბებიაქალი უხმოდ გამოვიდა ოთახიდან. თოფს დაავლო ხელი, აივანზე გავარდა არისტო და გავარდა თოფი. _ ,,ღმერთო შენ გვიშველე,,._ სოფელში ამბავი მიდი-მოდიოდა _ ,,გაიგეთ არისტომ ღმერთს თოფი ესროლა,, _ ალლჰ, ალლაჰ, უთქვამს ,,მოგკალი ღმერთო დღეს მე და აღარ არსებობ ჩემთვისო,, _ ,,ღმერთო აპატიე,,_ არისტოს მოხუცი დედა, მელი, სანთელს აწებებდა საწყობად გადაკეთებული ეკლესიის კედელს და იცრემლებოდა. _,,თოფი ესროლა და ღმერთი მოკლა არისტომ,, _იცინოდნენ კომკავშირის კრებაზე სოფლის უღმერთოები... წელიწადნახევრის შემდეგ მეორეჯერ გავარდა არისტოს აივანზე თოფი. _ბიჭია, ბიჭი!!!! _ წამში მოედო სოფელს ახალი ამბავი. მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ულოცავდნენ და ქეიფობდნენ. თექვსმეტი წელი გავიდა. _დედა, რა ბიჭია არისტოს ფილოკლი... _უჭკვიანესი... _ულამაზესი... _უვაჟკაცესი... _რა ენა-პირიანი... _რა მოცეკვავე_ ჭორაობდნენ გოგონები _ შუაღამემდე ეხმარება მეზობლებს... არავის ეუბნება უარს ხელშეწყობაზე. ომი დაიწყო. დაიწყო გაჭირვება და შიმშილი. არისტომ კარტოფილი დათესა. თოფით დარაჯობდა ყოველ ღამე შემოჩვეულ ქურდს. _მოვკლავ თუ ვნახე!-იქადნებოდა. სინამდვილეში საზალპე, ფუჭი ვაზნა ედო იარაღში. შესაშინებლად. ღამით ვიღაც გადმოვიდა ღობეზე, _ დაგიჭირე ძაღლისშვილო, _არისტომ თოფი ისროლა. ვიღაც წაიქცა. ღობის ძირას თავგახვრეტილი, უსულო ფილოკლი ეგდო. მას სახლისკენ მიმავალი გზის შემოკლება უნდოდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. რა კარგი იყო ნათი, რა ძლიერი ემოცია...თხრობა მშვენიერი...ძუნწი...ლაკონური 555 მე პირველად წავიკითხე, არ კი ვიცი, როგორ გამომრჩა...:(
რა კარგი იყო ნათი, რა ძლიერი ემოცია...თხრობა მშვენიერი...ძუნწი...ლაკონური 555 მე პირველად წავიკითხე, არ კი ვიცი, როგორ გამომრჩა...:(
35. რატომრაც არ მქონდა წაკითხული :/ კი, ღრმაა და დამაფიქრებელი ნამდვილად. ++ რატომრაც არ მქონდა წაკითხული :/ კი, ღრმაა და დამაფიქრებელი ნამდვილად. ++
34. მომეწონა ეს სევდა მე ++ მომეწონა ეს სევდა მე ++
33. - სევდიანი და ამავე დროს ძალიან ძლიერი <3 ! - სევდიანი და ამავე დროს ძალიან ძლიერი <3 !
32. ძალიან დიდი მადლობა. ყველას. :) ძალიან დიდი მადლობა. ყველას. :)
31. ჰო, ძლიერია!++ ჰო, ძლიერია!++
30. ვაჰ, ამაზე როგორ გამომრჩა კომენტარი პირდაპირ არ ვიცი. ძალიან მომეწონა ნათია ეს მოთხრობა მე. გაუგებარიც არაფერი დამრჩა. არც კითხვა გამჩენია. ფუჭი ვაზნაც მივიღე. ისიდორე ცარიელი თოფით კლავს თავის სიძეს "თეთრ ბაირაღებში", აქ ფუჭი ვაზნა მაინც იყო. რა ნიჭიერი მწერალი ხარ ნათია, რა მიხარია საქართველოს რომ ყავხარ.
დაგვიანებული ხუთი ქულა, მაგრამ ძალიან გულიანი! ვაჰ, ამაზე როგორ გამომრჩა კომენტარი პირდაპირ არ ვიცი. ძალიან მომეწონა ნათია ეს მოთხრობა მე. გაუგებარიც არაფერი დამრჩა. არც კითხვა გამჩენია. ფუჭი ვაზნაც მივიღე. ისიდორე ცარიელი თოფით კლავს თავის სიძეს "თეთრ ბაირაღებში", აქ ფუჭი ვაზნა მაინც იყო. რა ნიჭიერი მწერალი ხარ ნათია, რა მიხარია საქართველოს რომ ყავხარ.
დაგვიანებული ხუთი ქულა, მაგრამ ძალიან გულიანი!
29. უძლიერესია ნათი :) უძლიერესი! სხვას ვერაფერს ვამბობ, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ :) +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++5 უძლიერესია ნათი :) უძლიერესი! სხვას ვერაფერს ვამბობ, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ :) +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++5
28. ეს რა კარგი მოთხრობა დაგიწერია ნათი, ბოლომდე ლაღი, ისეთი, შენდა უნებურად ღიმილს რომ მოგგვრის კაცს. ბოლოში კი... მთავარი ისაა რომ ამ მცირე მოხრობაში ასე რძნობების წამიერ შეცვლას ასწრებს მკითხველი და ეს უთუოდ შენს ნიჭზე მიუთითებს:) ეს რა კარგი მოთხრობა დაგიწერია ნათი, ბოლომდე ლაღი, ისეთი, შენდა უნებურად ღიმილს რომ მოგგვრის კაცს. ბოლოში კი... მთავარი ისაა რომ ამ მცირე მოხრობაში ასე რძნობების წამიერ შეცვლას ასწრებს მკითხველი და ეს უთუოდ შენს ნიჭზე მიუთითებს:)
27. ძალიან ფატალური მოთხრობაა, კლასიკური ფინალით. კარგად შეკრული , ხელმომჭირნედ შერჩეული სიტყვიერი მასალით. გისურვებთ წარმატებებს! ძალიან ფატალური მოთხრობაა, კლასიკური ფინალით. კარგად შეკრული , ხელმომჭირნედ შერჩეული სიტყვიერი მასალით. გისურვებთ წარმატებებს!
26. მომეწონა, ნათია :)
ფუჭ ვაზნებზე მეც იგივე შეკითხვა გამიჩნდა, რაც კომენტარებში დაისვა, მაგრამ დავფიქრდი და, ასეც შეიძლება :)
+5 ჩემგან. მომეწონა, ნათია :)
ფუჭ ვაზნებზე მეც იგივე შეკითხვა გამიჩნდა, რაც კომენტარებში დაისვა, მაგრამ დავფიქრდი და, ასეც შეიძლება :)
+5 ჩემგან.
24. ყოჩაღ!!! მომეწონა!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ!!! მომეწონა!!! გაიხარე შენა!!!
23. რატომღაც ''mateo falkone'' გამახსენდა... არ მიღვარს მძიმე სცენები ! თუმცა ვერაფერს ვიტყვი - კარგი მხატვრული მიგნებაა... რატომღაც ``mateo falkone`` გამახსენდა... არ მიღვარს მძიმე სცენები ! თუმცა ვერაფერს ვიტყვი - კარგი მხატვრული მიგნებაა...
22. ღმერთს რომ ესროლა, ის ტყვია მოხვდა მის შვილს... კარგად შეიკრა მართლაც. კარგია. ღმერთს რომ ესროლა, ის ტყვია მოხვდა მის შვილს... კარგად შეიკრა მართლაც. კარგია.
21. ძალიან დიდი მადლობა ) ძალიან დიდი მადლობა )
20. უი, ტანში დამაჟრიალა... ძალიან ლამაზადაა გადმოცემული ემოცია და რეალობა... ნათი, უკარგესი ხარ და მე ვფიქრობ, რომ წინ დიდი შემოქმედებითი მომავალი გაქვს!!! :) უი, ტანში დამაჟრიალა... ძალიან ლამაზადაა გადმოცემული ემოცია და რეალობა... ნათი, უკარგესი ხარ და მე ვფიქრობ, რომ წინ დიდი შემოქმედებითი მომავალი გაქვს!!! :)
19. კატიე, მიღებულია, დამატებულია. :) კატიე, მიღებულია, დამატებულია. :)
18. ნათი, აი, ახლა ხომ თქვი სათქმელი, მოთხრობაშიც მიუთითე, რა, რომ გზის შესამოკლებლად ღობეზე გადახტა... კონკრეტიზაცია ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ მკითხველს არ დარჩეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა...
ნათი, აი, ახლა ხომ თქვი სათქმელი, მოთხრობაშიც მიუთითე, რა, რომ გზის შესამოკლებლად ღობეზე გადახტა... კონკრეტიზაცია ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ მკითხველს არ დარჩეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა...
17. არ იპარავდა, გზის შესამოკლებლად გადავიდა ღობეზე. (ეს სოფლის მაცხოვრებლების ვერსია იყო ამ ამბავზე) თუ მოსაპარად მიდიოდა, ალბათ ვინმე მშიერს მიუტანდა. ან, ან ან...
ვაზნის აამბავიც გამოცანაა, ვის როგორც უნდა ისე გადაწყვეტს. იქნებ ვინმემ შეცვალა, ან თვითონ ჩადო და დაავიწყდა, ზოგი ღმერთის ხელს დაინახავს, ზოგი ეშმაკისას. ბევრნაირად შეიძლება გაიგო. ვისაც ვკითხე ყველამ სხვადასხვანაირად ახსნა. მე მკითხველს დავუტოვე ასახსნელად. :)
ვარჩიე დაუკონკრეტებლად დამეტოვებინა. არ იპარავდა, გზის შესამოკლებლად გადავიდა ღობეზე. (ეს სოფლის მაცხოვრებლების ვერსია იყო ამ ამბავზე) თუ მოსაპარად მიდიოდა, ალბათ ვინმე მშიერს მიუტანდა. ან, ან ან...
ვაზნის აამბავიც გამოცანაა, ვის როგორც უნდა ისე გადაწყვეტს. იქნებ ვინმემ შეცვალა, ან თვითონ ჩადო და დაავიწყდა, ზოგი ღმერთის ხელს დაინახავს, ზოგი ეშმაკისას. ბევრნაირად შეიძლება გაიგო. ვისაც ვკითხე ყველამ სხვადასხვანაირად ახსნა. მე მკითხველს დავუტოვე ასახსნელად. :)
ვარჩიე დაუკონკრეტებლად დამეტოვებინა.
16. " ფ უ ჭ ი ვ ა ზ ნ ა ე დ ო იარაღში. შესაშინებლად. "
ურიმ უკვე დასვა კითხვა... და მეორე კითხვა, რატომ იპარავდა ფილოკლი კარტოფილს??? უჭკვიანესი, ულამაზესი, უვაჟკაცესი და ქურდი???
" ფ უ ჭ ი ვ ა ზ ნ ა ე დ ო იარაღში. შესაშინებლად. "
ურიმ უკვე დასვა კითხვა... და მეორე კითხვა, რატომ იპარავდა ფილოკლი კარტოფილს??? უჭკვიანესი, ულამაზესი, უვაჟკაცესი და ქურდი???
15. ვაზნა თუ ფუჭი იყო, რამ მოკლა?
ვაზნა თუ ფუჭი იყო, რამ მოკლა?
14. დიდი მადლობა ვიკა დიდი მადლობა ვიკა
13. ძალიან საინტერესო ნაწარმოებები გაქვთ, ნათია, ღრმა და სევდიანი! ძალიან საინტერესო ნაწარმოებები გაქვთ, ნათია, ღრმა და სევდიანი!
12. არა, მუხა. ნამდვილი ამბის მიხედვით დავწერე. არა, მუხა. ნამდვილი ამბის მიხედვით დავწერე.
11. ჟანრი: იუმორისტული ++ ჟანრი: იუმორისტული ++
10. დიდი მადლობა თქვენ !
:) დიდი მადლობა თქვენ !
:)
9. ძალიაან მომეწონა, ძალიან . ძალიაან მომეწონა, ძალიან .
8. მომეწონა ნათი! მოკლედ გადმოეცი სათქმელითქო ვერ ვიტყვი, ამას ლაკონურად გადმოცემა უფრო ჰქვია, რადგან ყოველი სიტყვა ისე დატვირთული და მორგებული იყო მოთხრობას, რომ ამ ოჯახის ყველა წევრის სახე დავინახე, ფილოკლის უფროსი დებისაც კი, რომლებიც მოთხრობაში მხოლოდ დაბადების დროს ჩანდნენ... :) მოკლედ ძალიან კარგი იყო! სევდიანი, მაგრამ დატვირთული და სათქმელიანი. რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი არ ხდება ისე, როგორც ინდურ კინოში... :) მომეწონა ნათი! მოკლედ გადმოეცი სათქმელითქო ვერ ვიტყვი, ამას ლაკონურად გადმოცემა უფრო ჰქვია, რადგან ყოველი სიტყვა ისე დატვირთული და მორგებული იყო მოთხრობას, რომ ამ ოჯახის ყველა წევრის სახე დავინახე, ფილოკლის უფროსი დებისაც კი, რომლებიც მოთხრობაში მხოლოდ დაბადების დროს ჩანდნენ... :) მოკლედ ძალიან კარგი იყო! სევდიანი, მაგრამ დატვირთული და სათქმელიანი. რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი არ ხდება ისე, როგორც ინდურ კინოში... :)
7. კი, კარგი იყო. კი, კარგი იყო.
6. დიდი მადლობა ყველას :) დიდი მადლობა ყველას :)
5. :))) მოგიკითხე ლიტკლუბიდან:* :))) მოგიკითხე ლიტკლუბიდან:*
4. :))) მოგიკითხე ლიტკლუბიდან:* :))) მოგიკითხე ლიტკლუბიდან:*
3. კარგი მოთხრობაა- სიუჟეტიც და თხრობაც კარგია, ყოველგვარი ზედმეტსიტყვაობის გარეშე. კარგი მოთხრობაა- სიუჟეტიც და თხრობაც კარგია, ყოველგვარი ზედმეტსიტყვაობის გარეშე.
1. ძალიან მძიმიე,ამატირა ++ ძალიან მძიმიე,ამატირა ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|