ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2013


უერთმანეთობა

როგორ ვკაცობდით,ვდიდგულობდით,არ გვეშინოდა,
მთელი ბავშვობა ერთმანეთის გვერდით გავლიეთ,
ერთად გვეძინა,ერთად ვჭამდით,ერთად გვციოდა,
და ეს სამყარო ორივესთვის იყო გალია.
მერე შენ ერთხელ,სხვათაშორის თქვი,რომ მიდიხარ,
თქვი რომ დაგღალა ამ ქალაქმა,ამ უაზრობამ.
რომ თბილ თბილისზე,ნაღდ თბილისზე მხოლოდ მითიღა
დარჩა და მთელი ეს ქვეყანა გახდა ბაზრობა,
სადაც სულებით ვაჭრობაა მთავარი კრედო,
ყველა ჩვენნაირს უპირებენ სადაც გაყიდვას,
მაგრამ შენ მაინც ორჭოფობდი,სანამ წახვედი
ბევრი იტირე,მერე ძმურად ხელი ჩამკდე
და ასე ერთად მოვიარეთ,მთელი ქალაქი,
მაშინ როდესაც მუდამ ფხიზელ მტკვარსაც ეძინა,
მერე ნივთები მოაგროვე და ჩაალაგე...
მიწა მიგქონდა ერთი მუჭა,ჩვენ გაგვეცინა.
მეორე დილით შენ წახვედი და მე დამტოვე
ბაქანთან,მერე დრო არც ისე ნელა გავიდა,
მე არ ვიმჩნევდი უშენობას,არც სიმარტოვეს,
გზებს დავყვებოდი უდარდელად,მხოლოდ თავიდან...
შემდეგ კი დღეებს მონატრება შეუჩნდათ სენად,
ერთ დღესაც გზაში მომახალეს"მოგიკვდა მუხბე"
მე გავიქეცი,შენ გეძებდი ტირილით,ქშენით
და იმის შემდეგ ძლივს დავათრევ მოკვეთილ მუხლებს.
შენ წახვედი და დამიტოვე მძიმე ლოდინი,
ბაქანთან ვდგები შიგადაშიგ,გაუაზრებლად,
მაგრამ თბილისი მაშინდელზე კარგი როდია,
უფრო მომრავლდა ამ ქალაქში მუხბე ბაზრები.

მე აღარ გელი,შენ მელოდე აწი ბაქანთან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები