ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2013


ლურჯი მუზა

..და ოცდამეშვიდე წელიც ჩაიფერფლა,
თამბაქოს ბოლით ბახუსით გაცვეთილი,
ჩემი სადღეგრძელოც ალბად დაილევა
ჩემივე ლექსებით დროში გაწეელილი

ცისფერ წვიმაში ზაფხულის პაემანი,
თვალებით ფლირტი ახალი ემოცია,
აჩქარებულია მახსოვს გულის ცემა,
პირველი კოცნა, ფორთოხლის გემოსია.

ჩემი ცოდვები და ჩემი შეცდომები
ყველა განურჩევლად სულზე მახატია,
ჭაღარა არ მაქვს, სისხლი გამითეთრდა,
მაგრამ მაინც მიდუღს, ესეც მართალია.

ცისფერი ყანწემი, სითბო და ხალისი,
თბილისურ საღამოს ქეიფი მყვარებია,
აჩქარებულია მახსოვს გულის ცემა,
პირველი სასმისი ყურძნის გემოსია.

ჩემი სარკმლის წინ ბებერი ჭადარია,
მიყვარს ღამღამობით მასთან სიმარტოვე,
მელნისფერ განთიადს როცა შემაპარებს,
ზუსტად იმ წამშივე მუზა მიმატოვებს.

ცისფერ ფერებშია პირველი გაბრუება,
სული გიდუღდება ნეტავ შენ მოგსვლია?
აჩქარებულია მახსოვს გულის ცემა,
პირველი გაბრუება ყაყაჩოს გემოსია.

ეს ჩემი ნახატი ავტოპორტრეტია,
და ჯერაც რამდენი კიდევ სახატია,
ბავშვობის ინტერესი მაინც ვერ მოვკალი,
თქვენ მაინც მითხარით მზეს ხედავს ხატია?

დღესაც გამოადნო ფიქრმა შუაღამე,
მეწამულ ვარსკვლავს ოცნება შეერია,
აწმყო ჩაიხუთა წარსულის კადრებით,
მუზა გამითოკეს გაფრენას არ აცდიან.

დღესაც მერამდენედ თეთრად მითენდება,
ვინმემ მომაწოდეთ ყანწი შხამიანი,
ვარდესფერ წვიმაში ღამე იძირება,
ლურჯი გული მაქ სული შარიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები