ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2013


ყვითელი სუნთქვა

სუნთქავდა ყვითლად
და ეხურა მთვარის ზეწარი...
ეხ...
-უშენობით თუ გავცივდი
ეს გარეწარი...
მძიმეა ბაბუ
ეს ცხოვრება,
რას შევესწარი...

სასაფლაოზე...
იჯდა ბაბუ
მთვარე ეხურა,
ზოგჯერ უკრთოდა
ღიმილები
ბებოს თვალება...
ალბათ სციოდა
და ფიქრობდა სანდოდ,
მეფურად
სტკიოდა ძლიერ-
სიცოცხლეში
შემოღამება...


სადღაც სიკვდილი ახველებდა
ყვითელ გაზეთებს,
ლილისფერ კვამლს კი
მიჰყვებოდნენ
ჩუმი ფიქრები...
-აწი ცხოვრებას
-ნეტავ რაღა
-გამოამზევებს
-და სიცივეში
-ალბათ ჩუმად
მიირინდები...


ციოდა ცისფრად,
ვარსკვლავებს კი
ეცვათ სულები...
და ციმციმებდნენ
სიშორეში
გარდასულები.
დროგამოშვებით
ცას უკრთოდა
ბებოს თვალები...
ხმაც გაუყვითლდა
მარტოობას..
ნალოთავები...

****

სუნთქავდა ყვითლად
და ეხურა მთვარის ზეწარი....
-ეხ...
-უშენობით თუ გავცივდი
-ეს გარეწარი!!!

-მძიმეა ბაბუ
-ეს ცხოვრება,
-რას შევესწარი..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები