ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2013


დაბრუნება

მაქვს დეჟა–ვუ ყველაფერზე...
ვფიქრობ: ეს ყველაფერი უკვე იყო ჩემს ცხოვრებაში...
სიზმარში ვარ და ცხადად ვგრძნობ მაინც,
რომ ვიღაც ისევ თავისთან მიხმობს და მე...
ვბრუნდები...
ეს ჩემი სვლაა, ჩემი თამაში:
დაბრუნება დიდი ხნის შემდეგ ბავშვობის სახლში, სადღაც შორიდან,
სახლში, სადაც მელოდებიან...
ქარი იყო და ჩადგა ქარი;
წვიმა იყო და ცა მოიწმინდა;
ასეა მუდამ: ავდარს დარი ცვლის და
დარს – ავდარი...
უცვლელი მხოლოდ თამაშია, ჩემი თამაში:
დაბრუნება სახლში შორიდან...
მე სიზმარში ვარ, მაგრამ ცხადად ვგრძნობ:
უკან ვბრუნდები,
ჩემი მშობლების მოლოდინით
გამთბარ კერასთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები