ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2013


ზამთრიდან ზამთარს

ზამთრის ღამეებს ჩამოვკიდებ სარეცხის ნაცვლად
და როგორც ქარი, მის გაშრობას დაველოდები,
თოვლმა მუხლებში ჩამიხერგა სიცივე, დაღლა,
გაყინულ მიწას მოჰფენია სევდის ტოტები.
ბებერი ძვლების ჭახა-ჭუხი იზიდავს ნადირს,
ახლა კი ვხვდები, რატომ უყვართ მოხუცებს ძაღლი,
ზამთრიდან ზამთარს გამოვატან თებერვლის ამინდს,
შენს გულშიც მოთოვს, მე კი ძაღლებს ვუმზადებ სადილს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლევან დევაძე ვულოცავთ დაბადების დღეს