სახლის კარი. ჭრაჭუნა და მხიარული. მას ყოველთვის უხაროდა სტუმარი. სარწეველა. მაგიდა და ორი სკამი. თბილი, ძველი, დაბოლილი ბუხარი . აქეთ ტახტი... არა, ორი. შიგნით მალავს წარსულს წასულს, სევდიანს. კარადა და თაროები ფოტოებით, იხსენებენ დროს უბედოს... ბედიანს. დიდი ხანი გასულია, აღარავინ შემოსულა ოთახში. აღარც კარი ჭრაჭუნობს და არც ფანჯრიდან გადის სუნი მოხარშვის. ფოტოებიც ჩაუნისლავს მტვერს, დახურულ დარაბებში შეპარულს. რა ხანია არც კალამი ჩასჩურჩულებს ყვითელ ფურცლებს თავის ფიქრებს შეფარულს. წარსულს დარჩა უკვე ძველი , ბუხრისპირა ბოლიანი ზღაპარი. აღარ მოდის წიქარა და საბას მეფეს ჩაქრობია ლამპარი. წლები გადის ... სახლს თანდათან, ნაფოტ-ნაფოტ , ფიცარ-ფიცარ ეცლება... აღარა აქვთ ძველ საყრდენებს ადრინდელი ძალ-ღონე და შეძლება. მხოლოდ სურო_დიდი ხნის წინ ამოსული _სახლს ამწვანებს, ეხვევა და ამაგრებს. თითო-თითო მოხვევია ჩაჟანგებულ- ჩაყვითლებულ სამაგრებს. ... და ყოველთვის როცა ქაrი დაუბერავს , მთელს სახლს გააქვს ზრიალი და ცახცახი : ,, გამოგზავნე ვინმე ღმერთო_ეხვეწება_ ნუთუ გაწყდა ქვეყნად კაცის ნასახი? ,, სახლი ელის... თოვლი მოდის... სურო ყვავის... შაშვებს გააქვთ მის ფოთლებში ჭახჭახი. _ ,,შეხე დედი! ბაბუს კიბე დაფარულა. ამოსულა ჩემოდენა ბალახი.,,
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. რა კარგად გაგილექსავს ტკივილი და იმედიანადაც დაგიმთავრებია...:-* რა კარგად გაგილექსავს ტკივილი და იმედიანადაც დაგიმთავრებია...:-*
30. ძალიან რელაურია და დღეს სამწუხაროა ასეთი მოვლენა :( გმადლობთ რომ ასე მოიტანეთ გულამდე ტქვენი სათქმელი ++ ძალიან რელაურია და დღეს სამწუხაროა ასეთი მოვლენა :( გმადლობთ რომ ასე მოიტანეთ გულამდე ტქვენი სათქმელი ++
29. გული მეტკინა ... +++++ გული მეტკინა ... +++++
28. დიდი მადლობა. ) დიდი მადლობა. )
27. სათქმელი კი უდავოდ დიდია და მტკივნეული. კარგი გოგო ხარ შენ, მგრნობიარე და გონიერი ერთად.<3 სათქმელი კი უდავოდ დიდია და მტკივნეული. კარგი გოგო ხარ შენ, მგრნობიარე და გონიერი ერთად.<3
26. იცი, რა მგონია, კარგო? იმედია არ მიწყენ, საკმაოდ გამოცდილი ვარ აქ. შენ რაღაცნაირად პროზას უფრო უთამამდები და ემეგობრები და თითქოს, ლექსს ვერ ბედავ შეთამაშებას. ან არადა, ეს ლექსია დასრულებული თავისი რითნებით (მშვენიერი რითმებია, სხვათაშორის), რიტმით და ა.შ. უბრალოდ, რატომღაც ეტყობა პროზისთვის ემზადები ხოლმე და პოექია კი გამოგდის. ფაქტი ერთია, რომ პოეტური აზროვნება გაქვს. თუმც, კ. გამსახურდიას პროზა მთლიანად პოეტური იყო, მაგრამ ის სხვა პლანია. ერთი სიტყვით, მინდა გითრა, რომ პოექია გამოგდის და შეგიძლია, ეს ლექსად გადააკეთო, არ შეგეშინდეს, ცოტათი გათამამდი.++ აბა წარმატებები იცი, რა მგონია, კარგო? იმედია არ მიწყენ, საკმაოდ გამოცდილი ვარ აქ. შენ რაღაცნაირად პროზას უფრო უთამამდები და ემეგობრები და თითქოს, ლექსს ვერ ბედავ შეთამაშებას. ან არადა, ეს ლექსია დასრულებული თავისი რითნებით (მშვენიერი რითმებია, სხვათაშორის), რიტმით და ა.შ. უბრალოდ, რატომღაც ეტყობა პროზისთვის ემზადები ხოლმე და პოექია კი გამოგდის. ფაქტი ერთია, რომ პოეტური აზროვნება გაქვს. თუმც, კ. გამსახურდიას პროზა მთლიანად პოეტური იყო, მაგრამ ის სხვა პლანია. ერთი სიტყვით, მინდა გითრა, რომ პოექია გამოგდის და შეგიძლია, ეს ლექსად გადააკეთო, არ შეგეშინდეს, ცოტათი გათამამდი.++ აბა წარმატებები
25. მოეწონა არტეს:)+++ მოეწონა არტეს:)+++
23. "რა ხანია არც კალამი ჩასჩურჩულებს ყვითელ ფურცლებს თავის ფიქრებს შეფარულს." ♥ ლამაზია და მელოდიური)) სევდიანი, სამწუხაროდ რეალური... +++++ "რა ხანია არც კალამი ჩასჩურჩულებს ყვითელ ფურცლებს თავის ფიქრებს შეფარულს." ♥ ლამაზია და მელოდიური)) სევდიანი, სამწუხაროდ რეალური... +++++
22. ნაცნობი ტკივილი!!! კარგი შესრულება!!! გაიხარე შენა!!! ნაცნობი ტკივილი!!! კარგი შესრულება!!! გაიხარე შენა!!!
21. დანარჩენებს დავეთანხმები და მართლა ლექსივით იკითხება. რაც უფრო მიდის დასასრულისკენ, მეტად ემგვანება პოეზიას. ძალიან მელოდიური და რიტმულია. დანარჩენებს დავეთანხმები და მართლა ლექსივით იკითხება. რაც უფრო მიდის დასასრულისკენ, მეტად ემგვანება პოეზიას. ძალიან მელოდიური და რიტმულია.
19. ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და.... სხვათაშორის პოეზიასაც კარგად მოიხდენდა ნაწერი... ბრავო! ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და.... სხვათაშორის პოეზიასაც კარგად მოიხდენდა ნაწერი... ბრავო!
18. ნაცნობი სახლი თუ ნასახლარი ... +2 ნაცნობი სახლი თუ ნასახლარი ... +2
17. დიდი მადლობა ყველას! :)
დიდი მადლობა ყველას! :)
16. რატომ პოეზიის ჟანრში არ დაწერეთ ვერლიბრის ფორმაში? :))
პ.ს. ასმაგად დაგაფასეთ ნაწერიც და თქვენც პოეზიად რომ არ გაასაღეთ :))
წარმატებები და მაქსიმუმი რაც შემიძლია +2 რატომ პოეზიის ჟანრში არ დაწერეთ ვერლიბრის ფორმაში? :))
პ.ს. ასმაგად დაგაფასეთ ნაწერიც და თქვენც პოეზიად რომ არ გაასაღეთ :))
წარმატებები და მაქსიმუმი რაც შემიძლია +2
15. მომეწონა, არმატებები! მომეწონა, არმატებები!
14. სახლი ელის... თოვლი მოდის... სურო ყვავის... შაშვებს გააქვთ მის ფოთლებში ჭახჭახი. _ ,,შეხე დედი! ბაბუს კიბე დაფარულა. ამოსულა ჩემოდენა ბალახი.,,
ეს ხომ პოეზიაა! ძალიან თბილი და ლამაზი! :) სახლი ელის... თოვლი მოდის... სურო ყვავის... შაშვებს გააქვთ მის ფოთლებში ჭახჭახი. _ ,,შეხე დედი! ბაბუს კიბე დაფარულა. ამოსულა ჩემოდენა ბალახი.,,
ეს ხომ პოეზიაა! ძალიან თბილი და ლამაზი! :)
12. მიტოვებული სახლი დღეს ბევრს ტკივა. ლაკონურადაა გადმოცემული. მიტოვებული სახლი დღეს ბევრს ტკივა. ლაკონურადაა გადმოცემული.
11. პოეტური პროზა, კარგია! პოეტური პროზა, კარგია!
10. ძალიან გამახარეთ. დიდი მადლობა ყველას. :) ძალიან გამახარეთ. დიდი მადლობა ყველას. :)
9. პოეზიად აღვიქვი.. მშვენიერ პოეზიად თანაც:) +2 პოეზიად აღვიქვი.. მშვენიერ პოეზიად თანაც:) +2
8. პოეზიად აღვიქვი.. მშვენიერ პოეზიად თანაც:) +2 პოეზიად აღვიქვი.. მშვენიერ პოეზიად თანაც:) +2
6. მელოდიურია :)) სათქმელიც გასაგები :)) მოკლედ მომწონხარ უკვე მელოდიურია :)) სათქმელიც გასაგები :)) მოკლედ მომწონხარ უკვე
5. დიდი მადლობა ყველას :) დიდი მადლობა ყველას :)
4. რა ლამაზია...მეც ლექსივით წამეკიტხა:) რა ლამაზია...მეც ლექსივით წამეკიტხა:)
2. ლექსივით წავიკითხე. +++++
ლექსივით წავიკითხე. +++++
1. :( რა ძნელია, როც ასე ხდება.... :( რა ძნელია, როც ასე ხდება....
|
|
მონაცემები არ არის |
|
|