ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2013


ტროლი

მერამდენედ ისმის:
,,ახლა ჩვენი დროა!"

კვლავ მოხვედრა სკამზე
ნაცნობობით როა,
ნათლიობით როა,
ნეპოტიზმით როა,
პარლამენტი არის თუ სამინისტროა,
ეს ქვეყანა, რა ვქნათ, თურმე უკადროა.

თურმე ავდრიანი დღეც კი უავდროა,
როცა შენი დროა -
- მართლა შენი დროა!

და კითხულობს ვიღაც: - საქმე ავად როა?
და პასუხობს ვიღაც: - მიხვდე, უკვე დროა,
საქმე  უკეთ როა!

კარიბჭესთან გიცდის
ცხენი უკვე, ტროა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები