ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2013


გალია

შუქნიშანთან... ბიჭსა და გოგოს ამოვუდექი.
-რატომ წახვედი მაგ დედა....ულ აქციაზე?  ხომ გითხარი!!!........
ისე ხმამაღლა შეიგინა ბიჭმა, უნებურად შევხედე.  გოგოსკენ გავაპარე მზერა.
აბუზული იდგა, ჯინსის შარვლით, "დევიდ ჯონსის"  ჩანთით.  ხმას არ იღებდა, მხოლოდ ლურჯად
გადავსილი ტბებით შეჰყურებდა ბიჭს. მაშინვე მივხვდი, შეყვარებულები იყვნენ. 
მივაყურადე:
-ხვალ ვიქნები  საბილიარდოში,  მოდი!  -  უბრძანა ბიჭმა.
-ხვალ გამოცდა მაქვს....დამნაშავესავით ჩაილუღლუღა გოგომ.
მერე ბიჭმა თავისკენ მიიზიდა...დავინახე როგორ გადმოსცვივდა გოგოს  ტბებიდან ცრემლები.
ახლა,  ამ ბიჭს,  რომ  ვუთხრა,  შვილო,  შენ  ეს გოგო არ გიყვარს მეთქი, ალბათ  გემრიელად შემაგინებს.  -ჰო... არ გიყვარს!  მისთვის საყრდენი  უნდა იყო, საყუდარი!  გალიად  კი,  ქმარი როცა გახდები,  არც  მაშინ  უნდა ექცე! 
ეჰ... გაიგებს კი?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები