ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
12 თებერვალი, 2013


ფისოს შურისძიება

თაგუნიამ გადაწყვიტა
წვეულება გაემართა,
ვინ და ვინ არ  დაპატიჟა
მეზობელი კატის გარდა.

სტუმრებს რა და რა მიართვა
ჩამოთვლაც კი არის ძნელი:
თხილი, წაბლი, ჩირი, ტყლაპი,
გამხმარი თუ ჭყინტი ყველი.

გასაოცრად გემრიელი
ხაჭაპური და ნამცხვარი,
- ვინ რას დალევთ? - იკითხა და
გამოაღო ბარის კარი.

ზოგი ისე შეზარხოშდა,
სიფრთხილე სულ დაავიწყდა,
კრიმანჭული შემოსძახეს
და ლხენის ხმა კატას მისწვდა.

ყური ცქვიტა ფისუნიამ,
დაიკნავლა გაბრაზებით:
- აჰა, თურმე თქვენ ქეიფობთ?
გავიკვალო თქვენსკენ გზები.

ისე ჩუმად მიეპარა
თაგუნიას სახლის კარებს,
ვერ გაიგეს, ვინც გამოვა,
უშრომველად იჭერს გარეთ.

თაგვი ხედავს, რომ სტუმრები
აღარ ჩანან, შეცოტავდნენ,
გაიფიქრა:"გაიპარნენ,
ხო, საკმაოდ მთვრალებს ჰგავდნენ.

ხმაურისგან მტკივა თავი,
ოხ, მეც როგორ დავიღალე,
სუფთა ჰაერს მეც ჩავყლაპავ,
ვისეირნებ ცოტას გარეთ."

მოიხურა თბილი შალი,
ღამეაო გარეთ გრილი,
კარს გამოცდა და იმ წამსვე
იქვე ფისომ სტაცა პირი.

- მე რატომ არ დამპატიჟე,
არ ვიყავი ღირსი განა?
ჰო და შეგჭამ, რაღად მინდა
მეზობელი ამისთანა?"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები