ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2013


შეყვარებულის სიმღერა

შემოგიცურებ თვალებში მზეს,
ცეცხლსაც დაგინთებ გულში,
ამ გაზაფხულის ფრთათეთრ ყვავილებს
მოგიძღვნი, როგორც უწინ...
ფეხქვეშ გაგიგებ ჩვენს ლურჯ სამყაროს,
მზეს დაგიყენებ მცველად,
პილიგრიმების ნაზი ამბორით
ლოცვებს გავგზავნი ღმერთთან...
მოდი ვიფრინოთ, შევკრათ კამარა,
მერცხლებს წავართვათ ფრთები,
შენ სანთელი ხარ, მე კი პეპელა
და ცეცხლის ალზე ვკვდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები