ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2013


***

გადაიქარა... მაგრამ იქ არა, შენ რომ გგონია,
ის სხვა მხარეა,სულ სხვა მთვარეა
სხვა აგონია...
იქ მეც არა ვარ, ფიქრის ქარავანს და დარდს გოლიათს...
აფრთხობს ბორია...
მეგონა ბედი, ვარსკვლავთა გვერდით,
ენთო ელფებად...
პროფილი ცისკრის, ვუმზერ, მიკვირს,
ჭკნება, ბერდება...
გასცდა ნაპირებს  ჩემი ბორანი,
და ჩანს დორანი...
უმიწო, უწყლო,  რაღაც უცხო,
გაუგონარი...
ყურს ახსოვს ბებოს, მაშინ ერთდროს,
წყევლა-შედევრი...
მშვიდი თვალებით, წყნარი ტონით
და მზის ედემით...
,,- ისე ცვითოსო უნამუსომ აწი ფართალი,
როგორც იყოსო ჩემს წინაშე იგი მართალი! “
ღრუბელთა შავი  ჩაბალახი ხურავთ ხეობებს,
აცვიათ ნისლის კაბა თალხი..
და ვიმეორებ:
,,-ვით ვიყო ღირსი სულში დარდის, გულში ზამთარის
ბედო, შენც ისე გაგეცვითოს აწი ფართალი!...”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები