ექვსთვალა სახლი სწორი, გამწვანებული ეზო. ეზოში ყვავილები. დიდი ჭიშკარი და ოცდახუთტონიანი მანდარინის ბაღი. დავარცხნილ-ჩაბილიკებული. დედ-მამა. ორი ძმა და და. ბებია. გოგოს, ლეილას, უკუნ ღამესავით შავი თვალ-წარბი, ბროწეულივით ტუჩები და შაქრისფერი კანი ჰქონდა. დიდი ნაწნავი, მხარზე გადაგდებული (ხანაც გადმოგდებული) კაი ჩათქვირული გოგო იყო, წელშიგამოყვანილი.
ჭიშკრის ჭრიალის ხმაზე ერთ ფანჯარაზე ფარდა შეირხა. სულ ოდნავ. _მოვიდნენ. მგონი მეშველა. _ გადით ბიჭებო გარეთ, მიეგებეთ სტუმარს_ გაისმა ბებიას ხმა. _იქნება დაადგეს ამ გოგოს გათხოვებას საშველი. აგენის ხელში ჩაგვაბერდა ბაღანა, თრამმეტი წლისაა უკვე. არ გამეიარა აგენის მოსაწონმა სასიძომ. გინდა არ გინდა ნასტავლი უნდა იყოსო. ვითამ წიგნების სიმძიმისგან დატეხილი აქვენ თვითონ თაროები და დატენილი აქვენ ტვინები. _ ბუზღუნებდა მოხუცი. _ნეტაი ამ მაჭანკლებს მაინც თუ შამუუშვებენ სახში აი ოხრები. კი დაგვხოცეს საჭმელების ნაკეთები და... ამ ლეილამაც დეიბღოტა ფეხები სანამ იმ ჭრელა დედალს დეიჭერდა... მეც მივაწვი ხელი კეცს მარა არ ვჩივი მაგას... მერამდენე დედლს უნდა გამოვსჭრა კისერი ... ერთს გამოვსჭარი_ არ შემუუშვეს ხალხი... მეორეს, მეათეს... ოჯახის მამა _შუქრი და ბიჭები _შოთა და რემზი ეზოში, მსხლის ძირას დადგმულ ხის სკამებზე ისხდნენ ორ შუახნის მამაკაცთან ერთად. ღია ფანჯრიდან ფარდის იქით მიმალულ ლეილას , ნანატრი ,,_ოჯახში შემობრძანდითო,, რომ მოესმა , გააცია. ჟრუანტელმა დაუარა, მუხლი მოეკვეთა და საწოლზე მიესვენა. ეს ხმა კარსუკან მიმალულმა ბებიამ და დედამაც გაიგონეს და ორივე გარეთ გავარდა. _ უი, აი რა სტუმრები მობძანებულან. დედა , რაფერ არ ვიცოდით. მობძანდით. რაფერ გეკადრებიან გარეთ დგომა_ გაცისკროვნებული, წელშიმოხრილი, თვალებში ეშმაკუნებჩაბუდებული ბებია თვითონ გამხდარიყო თვრამმეტი წლის. მხრებში გამართვაც კი სცადა. ცოტათი გამოუვიდა კიდეც. სტუმრები ოთახში შევიდნენ. _ვაიმე, რაფერ არ გელოდით. ჩვენ ახლა უბრალო სადილი უნდა გვეჭამა, რაღას მოვასწრებთ რამეის გაკეთებას. ღარიბულ სუფრაზე უნდა მოგიპატიჟოთ და გვაპატიეთ ახლა_ ვიშვიშებდა ბებია._ რაფერ ადრე არ ვიცოდით, _ლეილა, გოგო, გამოი, რაფერი სტუმრები მოვდენ. გუუწყოთ უნდა სუფრა. ოთახში თვალდახრილი , ლურჯკაბიანი ლეილა შემოგოგმანდა. მაგიდას მოქარგული სუფრა გადააფარა. უხმოდ შემოიტანა და მაგიდაზე დააწყო: ბაჟე, იახნი, ცხელი მჭადები. შეკაზმული ჭარხალი და ეკალა, ჩირბული და ცხვრის ყაურმა, მოხარშული დედალი და ქინძმარში ჩაწყობილი კვერცხი. ბებია კი მაგიდის ირგვლივ დადიოდა და ახალკვერცხდადებული ქათამივით კრიახობდა : ვჭამეთ სირცხვილი... მოგვეჭრა თავი... ამფერ სტუმრებს ასე უნდა დავხვედროდით...
*** სტუმრებმა ისადილეს. შოთამ კიდევ ერთხელ გადაამოწმა: ნასწავლი ხომაა? _კი, აბა რა. _ჩვენი გოგოსთვის იმიზა არ გვისწავლებია წერა-კითხვა, რომ ვინცხა ხისთავიანს გავაყოლოთ. _კი შენი ჭირიმე. კაი ოჯახისშვილია, ნასწავლი, განათლებული, შეხედული. ქონებაც აქ. _კაი მაშინ. სამ კვირაში მოვდენ და ნიშანი მეიტანონ. სტუმრები გააცილეს. მამაკაცები სახლში შემოვიდნენ. ყველას უხაროდა , რომ ლეილას მათი მოსაწონი სასიძო გამოუჩნდა.
სამმა კვირამ ყველასთვის უცებ გაირბინა, ლეილას გარდა. დიდი ხანია ყველაფერი მომზადებული ჰქონდა. ლამაზი კაბაც და საპოჟკებიც. შუადღე გადასული იყო ჭიშკრიდან ,,მასპინძელო!,, რომ მოისმა. უფროსები გარეთ გავიდნენ. სტუმრებს მიეგებნენ. მშვენიერი დარი იდგა.ეზოში ორი მამაკაცი და ერთი ჩადრშიგახვეული ქალი იდგა . ოჯახში ქალები ფუსფუსებდნენ და სუფრას აწყობდნენ. ჩადრიანი ქალი ქალებთან შევიდა. _მობძანდი, დაბძანდი_მიეგება ბებია და სკამი მიაგება დასაჯდომად. თქვენ ვინ ბძანდებით? _მე სასიძოს და ვარ. _აგერ თქვენი სარძლო. შეხედეთ რა გოგოს გატანთ... ჩადრის დანახვამ მუდამმოლაპარაკე ბებიას ლაპარაკის ხასიათი წაართვა. ქალმა გაიღიმა. პატარა ტაბლასთან მივიდა. ფუთა გახსნა. პატარა ოქროს საყურე და ბეჭედი ამოიღო. სარძლოს ხელი გაუწოდა ბეჭდის გასაკეთებლად და მის ხელზე მოელვარე ალმასისთვლიანმა ბეჭედმა მოსჭრა თვალი. ლეილას საყურე არ ეკეთა. საყურეც შეაბა. მერე ფუთიდან საჩადრე ნაჭერი ამოიღო და მოხვევა დაუპირა, მაგრამ ბებიამ ჩამოართვა. _ჩვენი ბაღანაი ჩადრს არ გეიკეთებს. ამისგან კაბას შეიკერავს , მომეცი. ქალს ფერი გადაუვიდა. ის კი არ იცოდა რას გადაარჩინა ბებიამ. მალე კაცები შემოვიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ. ძმებმა მაგიდასთან მომსახურე ლეილას გადახედეს. რემზიმ გოგონას შეხედა , მუშტი შეკრა და შოთას ვითომ ხმადაბლა გადაულაპარაკა. _ამაზე დიდი საყურე აკვანში რომ გვეწვა მაშინ ეკეთა ლეილას. _ვატყოფ ვინცხას გლახათ ექნება საქმე. უკვე მუშტებზე იყურებოდნენ, დედის მავედრებელი თვალები რომ შეეფეთათ. ... და გაჩერდნენ. სიმწრით. უმასპინძლეს . გაისტუმრეს. ქორწილი თხილობის ბოლოს დანიშნეს. იმ დღეს ყველა უხასიათოდ იყო. სტუმრებიც და მასპინძლებიც. უცებ კარზე კაკუნის ხმა გაისმა. კარი ლეილამ გააღო და რამდენიმე წლის წინ სასწავლებლად წასული მეზობლის, შაქროს დანახვაზე ჟრუანტელმა დაუარა. მისი ბავშვობის ოცნება , ახლა მის ზღურბლზე იდგა. მთელი დღის დაგუბებულმა ცრემლმა თვალები დაუბინდა. ნიშნობის ბეჭედმა საშინლად მოუჭირა თითზე. სთუმარი ზღურბლზე დატოვა და თავის ოთახში ჩაიკეტა.
*** შრომაში გავიდა დრო. ქალებს საგარეო საქმეები ნაკლებად ჰქონდათ. უფრო მზითვის მომზადებაზე ზრუნავდნენ. ლებებს, საბნებს, თეთრეულს კერავდნენ და ქარგავდნენ. ჯამ-ჭურჭელი შეაგროვეს. კაცებმა ავეჯი გააკეთებინეს. კაკლის ხის დიდი კარადა, მაგიდა და სკამები, საწოლები. ალაგ-ალაგ მოაჩუქურთმებინეს. აბა ნასწავლ ოჯახში ხომ არავის ათქმევინებდნენ, უმზითვო ქალი შემოვიდაო.
თხილობაც დადგა. კვირას ქორწილი უნდა ყოფილიყო. შოთამ კაცი გააგზავნა სასიძოსთან. _კაი მანქანით ამუაკითხე ჩვენს დას თუ არა უკან მიგაბრუნებთო. კვირა დილით ლეილამ ნაწნავები ჩაიხვია კეფაზე. წითელი კაბა ჩაიცვა. შავი საპოჟკებიც მოირგო . ნიშანიც გაიკეთა. ელოდებოდა... მაგრამ რას? მხოლოდ მონაყოლიდან იცოდა რომ კარგი ოჯახი იყო. წელშიგამართული, საქმროც მშვენიერი ბიჭი უნდა ყოფილიყო. ...მაგრამ ჩადრი? ის ქალი, მისი სამულე აფიქრებდა. ალბათ ის იმფერ ოჯახშია გათხოვილი... _ თავი დაიმშვიდა_ ჩემი ძმები ყველაფერს მეიკითხავდენ. არ გამიმეტებენ. მალე ჭიშკარს მანქანა მოადგა. გამწვანებულ, ხეხილით სავსე ეზოში, სუფრა იყო გაშლილი. სტუმრებიც შეგროვილიყვნენ. მანქანიდან კაცი გადმოვიდა. დაბალი, თმაგაცვენილი, სათვალეებიანი, კოტიტა ფეხებს დათვივით ადგამდა. შარვალ-კოსტუმში იყო გამოწყობილი. წინ წამოწეული ნიკაპი ჰქონდა. გრძელი ულვაში აეპრიხა. თავი მედიდურად ეჭირა. ლეილა გარეთ გამოაგებეს. ქალებს ფერი ეცვალათ. კაცებსაც ისევ მომუშტეს ხელები... ისევ გააჩერათ დედის მზერამ. ბებია ოთახში შებრუნდა: _,, ამ მახინჯიზა ვინახეთ მარგალიტისფერი ბაღანაი უბეში. ამ ფეხებგამოხლიფართულს უნდა წაყვეს. გუუხმა თავი ვინც ამ საქმეში ფეხი ჩადგა.მოსასპობლები მაგინი. მაიმუნი ნასტავლი იქნება თუ უსტავლელი რა მნიშნელობა აქ? რა დღეს მევესწარი მე უბედური... ნიშნობისას უნდა გემეყარა მაგინი სახლიდან. სად მყავს გადასაგდები ბაღანაი? _მოიტირა საყვარელი შვილიშვილი. მერე პირზე წყალი შეისხა. ტანსაცმელი შეისწორა, თმა მანდილში შემალა , გარეთ გავიდა და : _ დედა , აი რა ბედნიერ დღეს მევესწარი! _გადაეხვია სასიძოს_ გაბარებ შვილო ჩემს გაზდილ გოგოს. აბა შენ იცი, რაფერც ჩვენ ვატარებდით ხელისგულზე, ისე უნდა გააგძელო შენც. არ დაგვიჩაგრო. ხომ იცი პაწაი გადარეული ძმები ყავს... _გაუღიმა. თვალი ჩაუკრა. სათქმელიც მიახვედრა. ლეილა ბებიას სიტყვებმა დაამშვიდა. ,,ბებიას თუ მეეწონა ალბათ კაი ბიჭია. ალბათ მე ვერ შევხედე კაი თვალით პირველად.,,,, ყველა დატვირთულ სუფრას მიუსხდა. ჭამეს. სვეს. მოილხინეს. ადღეგრძელეს ნეფე-პატარძალი. დასხდნენ მანქანაში . მაყრიონი სატვირთოში ჩაიტვირთა და წავიდა . წავიდა და წავიდა. იარა და იარა დაღმართებში ჩაგორდა, აღმართებში აგორდა და ბოლოს რომელიღაც სოფლის თავში ერთ ჭიშკართან მიგორდა. ეზოში სუფრა იყო გაშლილი. _ხო, სოფლის კატარია. კატრის კატარი. _რემზიმ და შოთამ ბაღჩა-ბოსტანს გადახედეს. _კაი ბლომათ მიწაა მარა თავს არ იკლავენ ეტყობა შრომიზა. ეწერი და ბარდია გადაბლანდული ყოლიფერზე. სასიძო ქალაქში მუშაობს . ალბათ კაი ხელფასი აქ და აღარ სჭირია აქ თავის მოკლა... გარეთ სადედამთილო გამოვიდა, ჩადრში. და მულიც. ლეილა სახლში შეიყვანეს. ისევ სუფრა. როგორც იქნა ნადიმი დასრულდა. ძმები გულდამძიმებულები წამოვიდნენ სახლში. _მშვენიერი ოჯახია. პაწაი მოვლა აკლია მარა ... _დაამშვიდეს ქალები. _შოთას ფუტი ასდიოდა თავიდან. თლათ დავსილები და დაქცეულები არიან ეტყობა. იხტიბარს არ იტეხავენ. რა გოგო დავღუპეთ...- ქოთქოთებდა ბებია და თვალიდან ჩუმად იწმენდდა ცრემლს. გოგოსთან მისტუმრებულმა ქალებმა , სახლში დაბრუნებისას ერთი ვაი-ვიში აწიეს. _ ჩადრში გუუხვევიან აი ჩვენი ბაღანაი. ანდა რაფერ არ ეშინიან თავრობის. ხომ იციან ვისაც სახში ჩადრიანი ქალი ყავს სამსახურიდან ათავისუფლებენ. _რა ჩაცვენილი ქონდა ბაღანას თვალები ... და ამოღამებული... საღადაა ჩვენი ლამაზი ლეილა. ორმოც დღეზე მუუსპია იმ ოხერს. _დასუსტებულიცაა... კიდევ კაი კრავოტი და ვეში მაინც მუუტანეთ, თვარა ამ ჩვენი ნათესავების პირიდან ვეღარ ამევიდოდით. _იმფერ კუთხეში გათხოვილა, მთვარეს ხელით წმინდავენ. _შოთა, რემზი. წაით ხვალ, ეიყვანეთ მუშები, დუუპრიალეთ ბაღანას ბახჩა-ბოსტანი. ახალი ხეები დუურგით. ძროხა და ქათმები უყიდეთ, თვარა მოკტებიან შიერი. _ძროხა კი არა, ამუუნაყავთ ჩვენს სიძეს_სულიკოს ცხვი-პირს და გეექანება მერე. _კაცი ქალაქში მუშაოფს. არ სცალია. თავრობაში ეტყობა დიდი ჯამაგირი არაა, თვარა არ მუაკლებს ოჯახს რამეს. დედამთილ-მამთილიც არაა ალბათ შემძლე... _დაამშვიდა ბებიამ_ მაგენს ამუუვარდენ თავი. უსაქმურები, მომსპარ-ამოგდებულები _ თავისთვის მხოლოდ ეს ჩაიჩიფჩიფა. მართლა ავიდნენ ძმები. ეზო ეზოს დაამსგავსეს და ბაღი-ბაღს. ახორში ძროხა აუბღავლეს და საქათმეში_ქათამი. დაბზრიალდა ლეილაც. კაცის საქმეც ითავა და ქალისაც გაწყდა წელში დააყენა ოჯახი ფეხზე, გოდორი გიდელი ყანა, ბალახი, სადილი და ვახშამი. ქმარი ქალაქიდან თვეში ერთხელ ამოდიოდა. იქეთ ქალ-ბაღანა ყოლია გაჩენილი. სულ არ ამოსულიყო ჯობდა. ცემა-ტყეპით მთავრდებოდა ყველა ამოსვლა. ლეილამ გოგო გააჩინა_ლელა. ორი წლის მანძილზე ერთხელ არ გაუშვეს ოჯახში. ისინი თუ ამოვიდოდნენ იქეთ ამშვიდებდა: _ ვერ ვახერხეფ. იმფერ კაი ოჯახში ჩავვარდი , მეტი არ შეილება. პატივს მცემენ, თავს მევლებიან, აგერ გნახეთ და რაღათ მინდა მაქეთ წამოსვლაო... მესამე წელი დადგა. ხალხის ენას რა გააჩერებს და ერთ დღეს ლეილას ოჯახში ამბავი მივიდა : _ამდენი ხანი იმიზა არ ათხოვდით გოგოს რომ გედეგეგდენ მერეო? ,, ამბის მომტანს ხელი ჩაავლო რემზიმ უბეში: _ან ახლა ჩამოფქვავ ყოლიფერს, ან გამოგჭრი კისერსო. ჰოდა მოხსნა კაცმა გუდას პირი და გაიგო ოჯახმა: თაგვის წამალი დუულევია ლეილას, ძლივს გადაარჩინესო. სამი წელია სული აძვრა შრომაში. ხუთ -ექვსჯერ ისე უცემია სულიკოს, ფეხზე ვერ დგებოდაო... არც ბაღანას პატრონობს. ვინცხა ქალთან ბიჭი გუუჩენია, თქვენი მზითვის დაკარგვა არ უნდებიან, თვარა კაი ხნის გამოგდებული ეყოლებოდენ ლეილაი, მარა ამფერ მუქთა მოსამსახურეს ვინ დაკარგავსო... ასეო და ისეო... ისეო და ასეო... შეიგდეს თმაში ხელი ქალებმა... _კაცი არ ვიყო საქვეყნოდ თუ თავი არ მოვჭრა მაგ ოჯახს_ დაიმუქრა მამა. მერე მეორე ოთახში გაიყვანა ბიჭები. კარგა ხანს ითათბირეს. შოთას ჩრდილი სახლიდან გაძვრა და შაქროს ოჯახის ჭიშკარში შეძვრა. ორ-სამ საათში კი კმაყოფილმა შოთამ სახლის ზღურბლს გადმოაბიჯა. _თანახმაა. ხუთშაბათს წავალთ. სამი გრუზავიკი დაგვჭირდება_ ჩაიღიმა ულვაშებში_ დედას ვუტირებთ! დედას! _ბებიაც წამუა. უფროსია ოჯახში. _რა ხდება გამაგებიეთ ერთი? _ ჩაიჩიფჩიფა ბებიამ. გეგმა მასაც გაანდეს._მაქფერი საქმე სად გაგონილა. სირცხვილია._ შეწინააღმდეგება სცადა_ ისე კი ეკუთნიან , ახია მაგენზე..._ჩაიქნია ხელი.
დედამ და ბებიამ მეზობლის ქალები დაიხმარეს და მთელი ოთხშაბათი საჭმელებს აკეთებდნენ. ხუთშაბათს დილით სამი სატვირთო ელოდებოდათ. ერთში სანოვაგე ჩააწყვეს, მამაკაცები ძარაზე ავიდნენ.ქამარზე იარაღჩამოდებულები ბებია კაბინაში დასკუპდა. გზად ხუთი-ექვსი ნათესავი შემოუერთდათ. მერე იმ ჭიშკრიდან, რომელშიც რამდენიმე დღის წინ შოთა იყო ღამით შესული , ახოვანი, კარგად ჩაცმული, ოცდაათიოდე წლის სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი გამოვიდა_ შაქრო, ახლა უკვე სოფლის აგრონომი. ისიც მანქანაზე აძვრა. მერე მედოლე და მეზურნე ავიდნენ. მანქანები დაიძრნენ. ერთი მანქანა ქალაქში, ერთ შენობასთან გაჩერდა. შოთა შენობაში შევიდა. ნახევარი საათის შემდეგ გამოვიდა. და ორ საათში ლეილას ჭიშკარს მიადგნენ. ,,მასპინძელო!,, _მოისმა ჭიშკრიდან. ეზოში ლეილას დედამთილ_ მამამთილი ისხდნენ გრძელ სკამზე. ჩადრმოხვეული ლეილაც გარეთ გამოვიდა. უკან ფეხშიშველა, ახალფეხადგმული ლელა გამოჰყვა. _დედა, რაფერი სტუმრები მოვიდნენ, მობძანდით_ მიეგება დედამთილი. რემზიმ ბებიას წელზე მოხვია ხელი და მანქანიდან გადმოსვა _მოგენატრეთ ხომ_ შეჰკივლა ბებიამ_ ეცა დედმთილს. ჩადრი შემოახია, მოკიდა თმაში ხელი . _თქვენ ანტრებო და მუდრეგებო! თქვენ მოსასპობლებო! რაფერი გოგო გამოგატანეთ. მომისპეთ ანგელოზივით ბაღანა_ კიოდა უკვე დედამთილზე ზევიდან მოკალათებული ბებია._აშველებდნენ და ვერ აშველებდნენ. მოაშორეს როგორც იქნა. კივილზე მეზობლები მოგროვდნენ. ორი კაცი მამათილს აკავებდა. _ ადექი ახლა და მაგიდები გამეიტანეთ გარეთ. სუფრა უნდა გავაწყოთ. ეიღე ფუთა და და ტანსაცმელი გამეიცვალე. ჩქარა!- შეკვრა მიაწოდა ბებიამ ლეილას. _რას მიშობით ბებია, ძმებო!, მღუპავთ? _დაღუპული და დაქცეული არ ხარ? ამაზე მეტი რაღა უნდა დეიღუპო._ ხელი მოკიდა შოთამ და სახლისკენ მიბიძგა. ლეილა სახლში შევიდა. მეზობლებო, დემეხმარეთ სუფრის გაშლაში. ვქეიფობთ!_ თან ქვაბები გადმოჰქონდა მანქანიდან რემზის. სუფრა გააწყვეს. ცოტა ხანში სახლიდან ლეილა გამოვიდა ჩადრიანი. _მეიხსენი გოგო მაგი! კიდევ თუ გაქ მაქფერები, გამეიტანე.კიდევ ოთხი ჩადრი გამოიტანა სახლიდან. ჩაცმულიც მოიხსნა.ტანზე ბებიას მიცემული ლურჯი ლამაზი კაბა ეცვა. _დაყარე ძირში, შემცივდა, კოცონი უნდა დავაგუზგუზოთ. შენი ნაქმარევი აღარ მუშაოფს უკვე ქალაქში. გამუაგდეს სამსახურიდან. ვინცხას უთქმია მთავრობაში ,,ჩადრით დაყავს მისი ცოლიო,,_ ჩაიცინა შოთამ და ჩადრებს ცეცხლი მოუკიდა. _ასე დეიწვას, ამეიბუგოს და განადგურდეს შენი დამჩაგრავი! მოი გოგო, გათფი! შენი ნაქმარევი ამუა მალე და ვაქეიფებთ კარგათ. _ გვერდით ამოიყენა ლეილა ძმამ. _რას მიშობით ბიჭო? საღა გამოვყო თავი? რაის ნაქმარევზე მელაპარიკები? სუფრასთან დასვეს ყველა. მოსულები. მეზობლები. დედამთილ-მამათილიც. . სუფრის თავში აგრონომი_შაქრო დაჯდა. _მიდი ახლა გოგო და მუუჯექი შაქროს გვერდზე. _ რას შობით ბიჭო. _მოი ლეილა, მოი-ხელი მოკიდა ბებიამ და სუფრის თავში დასვა. მამამთილი წამოხტა, მაგრამ რაღაც ეცივა შუბლზე და ადგილზე დაჯდა. _ბიჭებო! გამეიტანეთ ლეილაის მზითვი. ძროხებიც გამეიყვანეთ ახორიდან და მანქანა დაჭვირთეთ! -გასცა განკარგულება მამამ. _ბაღანაიც ჩვენთან მოდის. ამ დროს აღმართზე აქოშინებული სულიკოს თავი გამოჩნდა. _რა ხთება აქ? _დაიღრიალა და რევოლვერი დააძრო, მაგრამ მისკენ მიშვერილი ხუთი ლულა რომ დაინახა, დაუშვა. _აგი ახორში დააბით. ძროხის ადგილი მაქაა. თურმე ძროხა ნასწავლიც შეილება იყოს... _ ძმებმა სულიკო გაათრიეს და დააბეს.ბოსლიდან გინება და ღრიალი ისმოდა. _ აბა მუზიკა დუუკარით ახლა._ ეზოს განდაგანას ჰანგები მოეფინა. ფეხებთან დაშენილმა ტყვიებმა დედამთილ _მამათილი ისე აცეკვა, როგორც არასოდეს უცეკვიათ.
ლეილა განათდა... ყველაფერს ფერი დაედო. შაქრომ პატარძალი გამოიცეკვა........ ქორწილია! ქორწილიიი!...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მოვალ აქ...:-* მოვალ აქ...:-*
11. გაცისკროვნებული, წელშიმოხრილი, თვალებში ეშმაკუნებჩაბუდებული ბებია თვითონ გამხდარიყო თვრამმეტი წლის. მხრებში გამართვაც კი სცადა. ცოტათი გამოუვიდა კიდეც. - რა თბილი ბებოააააააააა :)))
ნათია, ეს არის ძალიან, ძალიან მაგარი ნაწერი! ყველაზე მაგარი, რაც შენთან წავიკითხე და ერთ-ერთი უძლიერესი ზოგადად ამ პორტალზე :) ლაღი და სასიამოვნო თხრობა.
+5 კი მეცოტავება, მაგრამ მეტი არ მაქვს :))
წარმატებები! გაცისკროვნებული, წელშიმოხრილი, თვალებში ეშმაკუნებჩაბუდებული ბებია თვითონ გამხდარიყო თვრამმეტი წლის. მხრებში გამართვაც კი სცადა. ცოტათი გამოუვიდა კიდეც. - რა თბილი ბებოააააააააა :)))
ნათია, ეს არის ძალიან, ძალიან მაგარი ნაწერი! ყველაზე მაგარი, რაც შენთან წავიკითხე და ერთ-ერთი უძლიერესი ზოგადად ამ პორტალზე :) ლაღი და სასიამოვნო თხრობა.
+5 კი მეცოტავება, მაგრამ მეტი არ მაქვს :))
წარმატებები!
10. სახელი ლეილა მიყვარს და ამიტომ ჩემი უმაღლესი შეფასება. სახელი ლეილა მიყვარს და ამიტომ ჩემი უმაღლესი შეფასება.
9. ძალიან დიდი მადლობა ყველას ) მიხარია რომ მოგეწონათ. ) ძალიან დიდი მადლობა ყველას ) მიხარია რომ მოგეწონათ. )
8. ძალიან მაგარია...:* ძალიან მაგარია...:*
7. ეს გუშინ წავიკითხე, შესანიშნავად არის გადმოცემული ამბავი, ვფიქრობ შემდგარ მწერალთან გვაქვს საქმე. თავად ამბავი სასაცილო და თანაც სატირალია უფროა, მაგრამ ეს ვერაფერს აკლებს ავტორის ოსტატობას. იშვიათად ვწერ პროზაში უმაღლეს შეფასებას +10(10)-დან. ეს გუშინ წავიკითხე, შესანიშნავად არის გადმოცემული ამბავი, ვფიქრობ შემდგარ მწერალთან გვაქვს საქმე. თავად ამბავი სასაცილო და თანაც სატირალია უფროა, მაგრამ ეს ვერაფერს აკლებს ავტორის ოსტატობას. იშვიათად ვწერ პროზაში უმაღლეს შეფასებას +10(10)-დან.
6. ნათია ძალიან კარგად წერ +2
წარმატებები ნათია ძალიან კარგად წერ +2
წარმატებები
5. მადლობა ვიკა :))) მადლობა ვიკა :)))
4. არაჩვეულებრივია, ნათია! :) ძალიან თბილი იუმორით სავსე! დიდი სიამოვნება წავიკითხე. ქართული მაჭანკლური ტრადიციების აბსურდულობა და კომიკურობა და დასავლეთში სტუმრის დახვედრა არაჩვეულებრივადაა აღწერილი. :)) ახალკვერცხდადებული ქათამივით მოკრიახე ბებიაზე გულიანად ვიცინე :) ერთი სული მქონდა, გამეგო, როგორ დასრულდებოდა. ძალიან მაინტერესებდა! :)
_ აბა მუზიკა დუუკარით ახლა._ ეზოს განდაგანას ჰანგები მოეფინა. ფეხებთან დაშენილმა ტყვიებმა დედამთილ _მამათილი ისე აცეკვა, როგორც არასოდეს უცეკვიათ.
ლეილა განათდა... ყველაფერს ფერი დაედო. შაქრომ პატარძალი გამოიცეკვა........ ქორწილია! ქორწილიიი!...
ამაზე ლაკონური და იუმორით სავსე ბედნიერი დასასრული ძნელად წარმოსადგენია. :) არაჩვეულებრივია, ნათია! :) ძალიან თბილი იუმორით სავსე! დიდი სიამოვნება წავიკითხე. ქართული მაჭანკლური ტრადიციების აბსურდულობა და კომიკურობა და დასავლეთში სტუმრის დახვედრა არაჩვეულებრივადაა აღწერილი. :)) ახალკვერცხდადებული ქათამივით მოკრიახე ბებიაზე გულიანად ვიცინე :) ერთი სული მქონდა, გამეგო, როგორ დასრულდებოდა. ძალიან მაინტერესებდა! :)
_ აბა მუზიკა დუუკარით ახლა._ ეზოს განდაგანას ჰანგები მოეფინა. ფეხებთან დაშენილმა ტყვიებმა დედამთილ _მამათილი ისე აცეკვა, როგორც არასოდეს უცეკვიათ.
ლეილა განათდა... ყველაფერს ფერი დაედო. შაქრომ პატარძალი გამოიცეკვა........ ქორწილია! ქორწილიიი!...
ამაზე ლაკონური და იუმორით სავსე ბედნიერი დასასრული ძნელად წარმოსადგენია. :)
3. დიდი მადლობა შეფასებისთვის.
ჯონათან, ჩადრშიც და უჩადროდაც ბებია ბებიაა. :) სიუჟეტი ნამდვილი ამბიდანაა აღებული, ანუ ის გოგო მართლა გაათხოვეს ძმებმა ქმრის ოჯახიდან. მე თვითონ გაოგნებული ვიყავი, როცა გავიგე. ბებია ჩემი მოგონილია. )
ჰარირამა , შევასწორე. დიდი მადლობა. ) დიდი მადლობა შეფასებისთვის.
ჯონათან, ჩადრშიც და უჩადროდაც ბებია ბებიაა. :) სიუჟეტი ნამდვილი ამბიდანაა აღებული, ანუ ის გოგო მართლა გაათხოვეს ძმებმა ქმრის ოჯახიდან. მე თვითონ გაოგნებული ვიყავი, როცა გავიგე. ბებია ჩემი მოგონილია. )
ჰარირამა , შევასწორე. დიდი მადლობა. )
2. ვიხალისე ძალიან:) ნათია ერთ ადგილას შაქოზე გიწერია აგრონომი , მეორე ადგილას ბრიგადირი, ჩაასწორე , დანარჩენი კი ვტქვი რომ მომეწონა ზალიან :) ვიხალისე ძალიან:) ნათია ერთ ადგილას შაქოზე გიწერია აგრონომი , მეორე ადგილას ბრიგადირი, ჩაასწორე , დანარჩენი კი ვტქვი რომ მომეწონა ზალიან :)
1. როგორ მიყვარს ეს აჭარულსურნელიანი ამბები.
კარგი მოთხრობაა -სიუჟეტიც, თხრობაც.
ბებიამ გამაოცა ცოტა- რადგან ჯერ კიდევ ის დროა, როცა ჩადრის გამო სამსახურიდან უშვებენ, არცისე დიდი ხნის გადავარდნილი ყოფილა ჩადრიანობა და ბებოს ასეთი სითამამე და ვაჟკაცურობა უცნაურია.
და რაც ბოლოს ხდება- ხომ მთლად სასწაული:)
"იმფერ კუთხეში გათხოვილა, მთვარეს ხელით წმინდავენ."- რა სხარტადაა ნათქვამი:)
როგორ მიყვარს ეს აჭარულსურნელიანი ამბები.
კარგი მოთხრობაა -სიუჟეტიც, თხრობაც.
ბებიამ გამაოცა ცოტა- რადგან ჯერ კიდევ ის დროა, როცა ჩადრის გამო სამსახურიდან უშვებენ, არცისე დიდი ხნის გადავარდნილი ყოფილა ჩადრიანობა და ბებოს ასეთი სითამამე და ვაჟკაცურობა უცნაურია.
და რაც ბოლოს ხდება- ხომ მთლად სასწაული:)
"იმფერ კუთხეში გათხოვილა, მთვარეს ხელით წმინდავენ."- რა სხარტადაა ნათქვამი:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|