ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ასდდსა
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2013


* * *

იქნებ იქ, სადღაც თოვს,
ბარდნის და მზეც სადღაც მოჩანს,
წარსული მომავლს გრძნობს,
გული სულიერს ლოცავს,
ალბათ იქ სადღაც თოვს.
მაგრამ ჩვენ გულში მზეა,
და არ ერევა სწორს,
წამი მოძრავი ნელა,
ალბათ იქ სადღაც თოვს,
სიცივე ძვლამდე აღწევს,
ზეცა წყლის წვეთებს წოვს,
ჩვენ კი უფლებას გვაძლევს,
ალბათ იქ სადაც თოვს,
ყველა მოვხვდებით მალე,
ზოგისთვის სადაც თოვს,
ცეცხლი შეემოჰკრავს ზარებს,
ალბათ იქ ჩვენთვის თოვს
და ზარებიც ჩვენთვის რეკავს,
სამოთხე ჯოჯოხეთს გრძნობს,
შეცვლის გალობას მესა
და ჯოჯოხეთი ფეთქავს
მძიმე როკს ცეცხლად ისვრის,
ცეცხლი წვავს ყოველს, ლეწავს,
ღმერთიც ხომ ჩვენზედ ტირის,
ხომ დაგვიწერა მან ათი მცნება,
ჩვენ კი დარღვევა ჰობად ვაქციეთ,
აჰაა.. გაისმა ზარიც დამესაც,
ჩვენ კი უფალი ისევ ვატირეთ,
ხომ გაგვაფრთხილა ისევ მოვალო,
ხომ ამოხეთქა ვულკანი დილით,
ჩვენ კი მივმართეთ,უფალო ჩვენო
სამარეს ვითხრით ჩვენივე პირით,
ღმერთს რომ ვატყუებთ, კატაკლიზმებით
არ გვაგრძნობინებს ის გაბრაზებას?
ცოდვას ჩავდივართ ჩვენივე ნებით
და უფალს შიშით ვთხოვთ პატიებას.
ყალბი ცრემლებით ვინმეს ვატყუებთ,
ისევ და ისევ ჩვენ საკუთარ თავს,
დავემონებით თუ კი სიცრუეს,
ეს საუკუნე დაგვიტოვებს დაღს,
დათუ იქ სადღაც თოვს
იქნებ სინათლეც მოჩანს,
თვალცრემლიანი ღმერთი
გულით სულიერს ლოცავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები