ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2013


* * *

ნაბუქი თოვლი გადმოჰქონდა ქედით ჭალიკონს,
და ხეობები იწვნენ ქარში სახეწაშლილნი,
თალხი იჭვები იმართლებდნენ თავს უალიბოდ,
თითქოს მთოვარე ცა შორს იყო ასი არშინით..
გადავიწყნოდათ ძველ იმედებს ძველი სარკმლები,
და ალიონი ჰგავდა გედის ყელმოღერებას,
ბინდისფერ დახლზე გაეტანათ დრო ფასდაკლებით,
წლები თვეებად ქცეულიყვნენ, თვენი დღეებად..
ნაბუქი თოვლი ჭალიკონებს ქედით მიჰქონდათ,
და მიჰყვებოდა მას მორჩილად ორი ქაჩალი,
-შენი დღეების მერნობა და თოხარიკობა,
-ჩემთა ღამეთა უმთვარეო გლინვა-ჩანჩალი..
**********
ნაბუქი თოვლი გადმოჰქონდა ქედით ჭალიკონს...…


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები