ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2013


ჩვენ ხომ ერთმანეთს გულებით ავცდით

ღრუბლების ჯარში თუ ზღვადაზღვა დაგეძებ ჩემო,
მაგრამ ვაი რომ ჩვენ სხვადასხვა ბილიკებს ვთელავთ.
ფერმკრთალ იმედად დამრჩენია ლექსები ვწერო,
ღვინოს მივანდო განწირული ოცნების შველა.
ოპტიმისტობას ვეღარ ვიშლი,შემყურე დილის,
მზის და ზღვის მორცხვი პაემანი მაოცებს რადგან.
ეს ჩემი ლანდი სულ დამცილდა, თავისთვის ტირის,
ღამით ვპოულობ,თავისნაირ სამიოდ მთვრალთან,
შენს ლანდს დაეძებს,შენიც ალბათ დაეძებს ჩემსას,
(სასაცილოა,რომ ერთმანეთს ლანდებით დავსდევთ)
მე გავეცლები მოკლე ხანში,ერსაც და ბვერსაც
და საბოლოოდ ამ ჩემს აჩრდილს მიწაში ჩავდებ.
მანამდე დრო და მაინც დრო ჰქვია ამ დროსაც,
იცი?არ მინდა სულ არაფრის,არაფრის წერა.
ვისზე დავწერო?შენ ხომ ახლა ისე სანდო ხარ,
როგორც გრიგალში,თავფაფახა ბაბუაწვერა.
ღრუბლების ჯარში,თუ ზღვადაზღვა გეძებდი ჩემო,
მაგრამ ვაი რომ ჩვენ ერთმანეთს გულებით ავცდით.
შენ შენმა ქ(მ)არმა გაგიყოლა და გულისცემა
სულ ახლოს მესმის,მას რაც იყო ვერავინ წაშლის.

ჩვენ ხომ დღეს გულით დაშორებულ ბილიკებს ვთელავთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები