გზაგასაყარი. გზატალახა. მინდვრის ბაია. უხსოვარ დროდან მოჩუხჩუხე პატარა ღელე. ენატანია. რამდენ სახლთან, კაცთან, ხესთან, ქვასთან უვლია, ყველას ამბავი ბერმუხასთან ჩაუტანია.
_ძველი კაკალი, ასწლეული, მუხლებმაგარი... ისევ ჯანზეა. შეხე, ნაყოფს, მისგან მოტანილს! სამწუხაროა , დარჩენილან უკვე ცოტანი. დაჰკანკალებენ ბუმბერაზები პაწია ნერგებს: ,,თქვენ გაიზარდეთ. გამრავლდით და ტყედ ვიქცეთ, ეგებ.,,
ჩემი წისქვილი... ამბისმფრქვევი, ღიასაკეტა. ამ სოფლის საქმე ოდითგანვე ფქვა და აკეთა. ის მეწისქვილე ერთი თვეა რაც მიიცვალა, შვილი მოვიდა : ,,არ მჭირდებაო!,, _თქვა და დაკეტა.
კოხტა ტირიფი ისევ იწნავს მზის სხივებს თმაში. ოდნავ ირწევა, თან ჩამცქერის, თითქოს სარკე ვარ. მეც ვუყურებ და არ ვიშურებ სიტყვებს საქებარს.
_,,ის უცნაური ბიჭი, ახლა, ნეტავ რას შვება?,,_ ჩაიბუბუნა ბერმუხამ და ღელეს ჩახედა.
_რაღა ბიჭია... მოტეხილა მოხუცი მხრებში. არ მოიშალა უცნაური კვლავაც ბუნება, ჭაბუკობისას გამოეყო ძმებს და ჩემს პირას, დღესაც ცხოვრებას ეჭიდება, ეჯაჯგურება. ჯერ იყო ქონების გაყოფისას ჩხუბი და დავა. რომელი რჩება მამის სახლში? რომელი წავა? ძმები უთმობდნენ, ამან კიდევ ,,არაო,არა!!! არ მინდა თქვენი სახლი, კარი, ავეჯი, ფარჩა...,, ხელი დაავლო ღუმელს , გარეთ გამოიტანა, ცეცხლი დაანთო. ღუმლისამარა ღელისპირს დარჩა. თანდათან ღუმელს აუშენა კედლები ფიცრით, დააკარფანჯრა, გადახურა ზევიდან ისლით.
...და იცი ახლა, ამ ზამთარში, კიდევ რა მოხდა?_ ჩაირაკრაკა მხიარულად ღელემ პატარამ. წკნელი მოზიდა იმ მოხუცმა, ქოხში დაჯდა და გოდრის ქსოვაში ცივზამთარა გადაატარა. როდესაც გარეთ გაზაფხულდა, გამოიდარა, მოხუცს უნდოდა სიმწრისაგან კიდეც ეტირა, რადგან ამდენი ნაქსოვი და ნავაგლახარი, გოდორი კარში ვერაფრით ვერ გამოეტია. ისევ იმძლავრა სიჯიუტემ, უცნაურობამ. საღი გონება, აზრი მერამდენედ... ისევ წაშალა. გაბრაზებულმა ახალ გოდორს ხელი არ ახლო, ცული აიღო და თავისი ქოხი დაშალა. ახლა ისევ ზის ღუმელის და გოდრისამარა. კუზიანს, ვიცი, გაასწორებს მხოლოდ სამარე!
_იყო ლამაზი, მეოცნებე გოგონა ტასო მისი ზღაპრები ახლაც, მგონი, ზეპირად მახსოვს.
_პატარა ტასოს დახვევია უკვე შვილები მასსავით თეთრი, თვალთაფლა და გაჩეჩილები. ოჯახის დედა მათთვის აცხობს სადილად ზღაპრებს. მძივებად ასხამს ჯადო-სიტყვებს, ტყე-ველზე ნაკრეფს. უთესავს შვილებს ლექსის ყანას, ქარგავს არაკებს და ბავშვებს ქართან, მზესთან , ზღვასთან ალაპარაკებს.
დილაადრიან მთებში, ზვრებში სეირნობს ტასო, ზეცას_ ღრუბლებს და დედამიწას ყვავილებს აქსოვს.
...................................................
ბერმუხას ტოტზე ზის ბებერი ბუ და თვალებს ნაბავს, თან ყურადღებით ისმენს ყველა მოტანილ ამბავს: ტყუილს და მართალს. ამბობენ რომ ის, ფრინველთა შორის ბრძენთა-ბრძენია. ასეც იქნება! რადგან ღელე, ბუს მეზობელია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. :) მადლობა :) მადლობა
39. ბრილიანტების მფრქვეველი ნათია ჯაფარიძე :))))))
"ჩემი წისქვილი... ამბისმფრქვევი, ღიასაკეტა. ამ სოფლის საქმე ოდითგანვე ფქვა და აკეთა." ბრილიანტების მფრქვეველი ნათია ჯაფარიძე :))))))
"ჩემი წისქვილი... ამბისმფრქვევი, ღიასაკეტა. ამ სოფლის საქმე ოდითგანვე ფქვა და აკეთა."
38. პატარა ტასოს დახვევია უკვე შვილები მასსავით თეთრი, თვალთაფლა და გაჩეჩილები. ოჯახის დედა მათთვის აცხობს სადილად ზღაპრებს. მძივებად ასხამს ჯადო-სიტყვებს, ტყე-ველზე ნაკრეფს. უთესავს შვილებს ლექსის ყანას, ქარგავს არაკებს და ბავშვებს ქართან, მზესთან , ზღვასთან ალაპარაკებს. +++++ პატარა ტასოს დახვევია უკვე შვილები მასსავით თეთრი, თვალთაფლა და გაჩეჩილები. ოჯახის დედა მათთვის აცხობს სადილად ზღაპრებს. მძივებად ასხამს ჯადო-სიტყვებს, ტყე-ველზე ნაკრეფს. უთესავს შვილებს ლექსის ყანას, ქარგავს არაკებს და ბავშვებს ქართან, მზესთან , ზღვასთან ალაპარაკებს. +++++
37. დილაადრიან მთებში, ზვრებში სეირნობს ტასო, ზეცას_ ღრუბლებს და დედამიწას ყვავილებს აქსოვს.
რა კარგია... დილაადრიან მთებში, ზვრებში სეირნობს ტასო, ზეცას_ ღრუბლებს და დედამიწას ყვავილებს აქსოვს.
რა კარგია...
36. რა კარგი ხარ <3 :) რა კარგი ხარ <3 :)
35. დიდი მადლობა ბენ-ჰური, ჭა. ) დიდი მადლობა ბენ-ჰური, ჭა. )
34. "დილაადრიან მთებში, ზვრებში სეირნობს ტასო, ზეცას_ ღრუბლებს და დედამიწას ყვავილებს აქსოვს." ეჭვი მაქვს რომ ეს ტასო შენ ხარ...კარგი ნათია...:-* :-* "დილაადრიან მთებში, ზვრებში სეირნობს ტასო, ზეცას_ ღრუბლებს და დედამიწას ყვავილებს აქსოვს." ეჭვი მაქვს რომ ეს ტასო შენ ხარ...კარგი ნათია...:-* :-*
33. აი სულ ცოტა, სულ დეცი, ალაგ–ალაგ წამოვკარი თითქოს ფიჩხებს ფეხი, მაგრამ არ წავქცეულვარ, ძალიან, ძალიან, ძალიან ხალისიანად და რაკ–რაკით ჩავირბინე ბოლომდე.
დაჰკანკალებენ ბუმბერაზები პაწია ნერგებს: ,,თქვენ გაიზარდეთ. გამრავლდით და ტყედ ვიქცეთ, ეგებ.,, – ამან გიზო ნიშნიანიძის "გალაკტიონი" გამახსენა:
"...ისე, კაცმა რომ თქვას, რომელი სჯობია, მერე რომ შარში არ ჩავვარდეთო, ჩემი გაბავშვება თუ თქვენი დაკაცება... სჯობია, თქვენ გაიზარდეთო!"
ჩემი წისქვილი... ამბისმფრქვევი, ღიასაკეტა. ამ სოფლის საქმე ოდითგანვე ფქვა და აკეთა. ის მეწისქვილე ერთი თვეა რაც მიიცვალა, შვილი მოვიდა : ,,არ მჭირდებაო!,, _თქვა და დაკეტა. – ამაზე გული დამეწვა, ერთი სიტყვით ბ რ ა ვ ო ნათია!
აი სულ ცოტა, სულ დეცი, ალაგ–ალაგ წამოვკარი თითქოს ფიჩხებს ფეხი, მაგრამ არ წავქცეულვარ, ძალიან, ძალიან, ძალიან ხალისიანად და რაკ–რაკით ჩავირბინე ბოლომდე.
დაჰკანკალებენ ბუმბერაზები პაწია ნერგებს: ,,თქვენ გაიზარდეთ. გამრავლდით და ტყედ ვიქცეთ, ეგებ.,, – ამან გიზო ნიშნიანიძის "გალაკტიონი" გამახსენა:
"...ისე, კაცმა რომ თქვას, რომელი სჯობია, მერე რომ შარში არ ჩავვარდეთო, ჩემი გაბავშვება თუ თქვენი დაკაცება... სჯობია, თქვენ გაიზარდეთო!"
ჩემი წისქვილი... ამბისმფრქვევი, ღიასაკეტა. ამ სოფლის საქმე ოდითგანვე ფქვა და აკეთა. ის მეწისქვილე ერთი თვეა რაც მიიცვალა, შვილი მოვიდა : ,,არ მჭირდებაო!,, _თქვა და დაკეტა. – ამაზე გული დამეწვა, ერთი სიტყვით ბ რ ა ვ ო ნათია!
32. ძალიან დიდი მადლობა ყველას ! ) ძალიან დიდი მადლობა ყველას ! )
31. როგორ ლამაზად გცოდნია, ნათია, ლექსის წერა! ძალიან, ძალიან მომეწონა! ასეთ ჰარმონიულ ლექსს მხოლოდ შენ თუ დაწერდი, ან ჯონათანი, რადგან ორივე ასეთი კეთილები და ლამაზები ხართ! გულწრფელად ვამაყობ, რომ გაგიცანი! 5+ როგორ ლამაზად გცოდნია, ნათია, ლექსის წერა! ძალიან, ძალიან მომეწონა! ასეთ ჰარმონიულ ლექსს მხოლოდ შენ თუ დაწერდი, ან ჯონათანი, რადგან ორივე ასეთი კეთილები და ლამაზები ხართ! გულწრფელად ვამაყობ, რომ გაგიცანი! 5+
30. საოცარია <3 ძალიან კარგი ნაწარმოებია,თამამად დავარქმევდი შედევრს თუ მიიღებდით ჩემგან ამ მოკრძალებას. გაიხარეთ,წარმატებები და კვლავ მრავალი შედევრები შეგექმნათ. <3 საოცარია <3 ძალიან კარგი ნაწარმოებია,თამამად დავარქმევდი შედევრს თუ მიიღებდით ჩემგან ამ მოკრძალებას. გაიხარეთ,წარმატებები და კვლავ მრავალი შედევრები შეგექმნათ. <3
29. ლაღი, შინაარსიანი, ლამაზი)) +++++ ლაღი, შინაარსიანი, ლამაზი)) +++++
28. ჰეჰ, რა კარგია ++ ჰეჰ, რა კარგია ++
27. დიდი მადლობა პოეზიის ღმერთს ))) დიდი მადლობა პოეზიის ღმერთს )))
26. პოეზიის ღმერთი წარმატებებს გისურვებს :* პოეზიის ღმერთი წარმატებებს გისურვებს :*
25. დიდი მადლობა ია :) დიდი მადლობა ია :)
24. გაბრაზებულმა ახალ გოდორს ხელი არ ახლო, ცული აიღო და თავისი ქოხი დაშალა. ახლა ისევ ზის ღუმელის და გოდრისამარა. კუზიანს, ვიცი, გაასწორებს მხოლოდ სამარე!
_იყო ლამაზი, მეოცნებე გოგონა ტასო მისი ზღაპრები ახლაც, მგონი, ზეპირად მახსოვს.
_პატარა ტასოს დახვევია უკვე შვილები მასსავით თეთრი, თვალთაფლა და გაჩეჩილები. ოჯახის დედა მათთვის აცხობს სადილად ზღაპრებს. მძივებად ასხამს ჯადო-სიტყვებს, ტყე-ველზე ნაკრეფს. უთესავს შვილებს ლექსის ყანას, ქარგავს არაკებს და ბავშვებს ქართან, მზესთან , ზღვასთან ალაპარაკებს. .......................... გულწრფელად მომეწონა და გულით წავიკითხე... ყოჩაღ! მართლაც რომ ყოჩაღ! ერთი დიდი ნაწარმოებია, შინაარსიანი, ალეგორიული... გმადლობთ რომ არსებობ ასეთი გონიერი ... გაბრაზებულმა ახალ გოდორს ხელი არ ახლო, ცული აიღო და თავისი ქოხი დაშალა. ახლა ისევ ზის ღუმელის და გოდრისამარა. კუზიანს, ვიცი, გაასწორებს მხოლოდ სამარე!
_იყო ლამაზი, მეოცნებე გოგონა ტასო მისი ზღაპრები ახლაც, მგონი, ზეპირად მახსოვს.
_პატარა ტასოს დახვევია უკვე შვილები მასსავით თეთრი, თვალთაფლა და გაჩეჩილები. ოჯახის დედა მათთვის აცხობს სადილად ზღაპრებს. მძივებად ასხამს ჯადო-სიტყვებს, ტყე-ველზე ნაკრეფს. უთესავს შვილებს ლექსის ყანას, ქარგავს არაკებს და ბავშვებს ქართან, მზესთან , ზღვასთან ალაპარაკებს. .......................... გულწრფელად მომეწონა და გულით წავიკითხე... ყოჩაღ! მართლაც რომ ყოჩაღ! ერთი დიდი ნაწარმოებია, შინაარსიანი, ალეგორიული... გმადლობთ რომ არსებობ ასეთი გონიერი ...
23. თანდათან ღუმელს აუშენა კედლები ფიცრით, დააკარფანჯრა, გადახურა ზევიდან ისლით. თანდათან ღუმელს აუშენა კედლები ფიცრით, დააკარფანჯრა, გადახურა ზევიდან ისლით.
22. _ძველი კაკალი, ასწლეული, მუხლებმაგარი... ისევ ჯანზეა. შეხე, ნაყოფს, მისგან მოტანილს! სამწუხაროა , დარჩენილან უკვე ცოტანი. დაჰკანკალებენ ბუმბერაზები პაწია ნერგებს: ,,თქვენ გაიზარდეთ. გამრავლდით და ტყედ ვიქცეთ, ეგებ.,,
ჩემი წისქვილი... ამბისმფრქვევი, ღიასაკეტა. ამ სოფლის საქმე ოდითგანვე ფქვა და აკეთა. ის მეწისქვილე ერთი თვეა რაც მიიცვალა, შვილი მოვიდა : ,,არ მჭირდებაო!,, _თქვა და დაკეტა.
_ძველი კაკალი, ასწლეული, მუხლებმაგარი... ისევ ჯანზეა. შეხე, ნაყოფს, მისგან მოტანილს! სამწუხაროა , დარჩენილან უკვე ცოტანი. დაჰკანკალებენ ბუმბერაზები პაწია ნერგებს: ,,თქვენ გაიზარდეთ. გამრავლდით და ტყედ ვიქცეთ, ეგებ.,,
ჩემი წისქვილი... ამბისმფრქვევი, ღიასაკეტა. ამ სოფლის საქმე ოდითგანვე ფქვა და აკეთა. ის მეწისქვილე ერთი თვეა რაც მიიცვალა, შვილი მოვიდა : ,,არ მჭირდებაო!,, _თქვა და დაკეტა.
21. ბერმუხას ტოტზე ზის ბებერი ბუ და თვალებს ნაბავს, თან ყურადღებით ისმენს ყველა მოტანილ ამბავს: ტყუილს და მართალს. ამბობენ რომ ის, ფრინველთა შორის ბრძენთა-ბრძენია. ასეც იქნება! რადგან ღელე, ბუს მეზობელია. ............... ლექსი თავიდან ბოლომდე ძალიან კარგია.
ბერმუხას ტოტზე ზის ბებერი ბუ და თვალებს ნაბავს, თან ყურადღებით ისმენს ყველა მოტანილ ამბავს: ტყუილს და მართალს. ამბობენ რომ ის, ფრინველთა შორის ბრძენთა-ბრძენია. ასეც იქნება! რადგან ღელე, ბუს მეზობელია. ............... ლექსი თავიდან ბოლომდე ძალიან კარგია.
19. ძალიან დიდი მადლობა ,მაკა. გამახარეთ. ) ძალიან დიდი მადლობა ,მაკა. გამახარეთ. )
18. უზომოდ მომეწონა!!! იმდენი საოცრად ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე, რომ გაოცებული დავრჩი :) უშურველად ჩემი 5 და ლაიქი!!! :) ძალიან, ძალიან კარგი ხარ, ნათი და რჩეულ ავტორობას გისურვებ! უზომოდ მომეწონა!!! იმდენი საოცრად ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე, რომ გაოცებული დავრჩი :) უშურველად ჩემი 5 და ლაიქი!!! :) ძალიან, ძალიან კარგი ხარ, ნათი და რჩეულ ავტორობას გისურვებ!
17. ალბათ მხოლოდ სათაური წაიკითხეთ კრისტიან, სხვა შემთხვევაში არაერთ კორექტურას აღმოაჩენდით: რომ ტირიფს არა აქვს თმა, ვერც ლექსის ყანას დათესავ და ვერც ღრუბელს მიაქარგავ ზეცას ))))
ალბათ მხოლოდ სათაური წაიკითხეთ კრისტიან, სხვა შემთხვევაში არაერთ კორექტურას აღმოაჩენდით: რომ ტირიფს არა აქვს თმა, ვერც ლექსის ყანას დათესავ და ვერც ღრუბელს მიაქარგავ ზეცას ))))
16. ღელეს ამბები არ დააქვს. ლექსი არ მომეწონა : ( ღელეს ამბები არ დააქვს. ლექსი არ მომეწონა : (
15. დიდი მადლობა თქვენ. დიდხანს ვორჭოფობდი დამედო თუ არა... ) დიდი მადლობა თქვენ. დიდხანს ვორჭოფობდი დამედო თუ არა... )
14. ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
23 თებერვალი, 2013 ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
23 თებერვალი, 2013
13. _იყო ლამაზი, მეოცნებე გოგონა ტასო მისი ზღაპრები ახლაც, მგონი, ზეპირად მახსოვს.
_პატარა ტასოს დახვევია უკვე შვილები მასსავით თეთრი, თვალთაფლა და გაჩეჩილები. ოჯახის დედა მათთვის აცხობს სადილად ზღაპრებს. მძივებად ასხამს ჯადო-სიტყვებს, ტყე-ველზე ნაკრეფს. უთესავს შვილებს ლექსის ყანას, ქარგავს არაკებს და ბავშვებს ქართან, მზესთან , ზღვასთან ალაპარაკებს.
დილაადრიან მთებში, ზვრებში სეირნობს ტასო, ზეცას_ ღრუბლებს და დედამიწას ყვავილებს აქსოვს.
ძალიან, ძალიან კარგია! ეს ლექსი უსათუოდ, რჩეულებში უნდა იდოს! _იყო ლამაზი, მეოცნებე გოგონა ტასო მისი ზღაპრები ახლაც, მგონი, ზეპირად მახსოვს.
_პატარა ტასოს დახვევია უკვე შვილები მასსავით თეთრი, თვალთაფლა და გაჩეჩილები. ოჯახის დედა მათთვის აცხობს სადილად ზღაპრებს. მძივებად ასხამს ჯადო-სიტყვებს, ტყე-ველზე ნაკრეფს. უთესავს შვილებს ლექსის ყანას, ქარგავს არაკებს და ბავშვებს ქართან, მზესთან , ზღვასთან ალაპარაკებს.
დილაადრიან მთებში, ზვრებში სეირნობს ტასო, ზეცას_ ღრუბლებს და დედამიწას ყვავილებს აქსოვს.
ძალიან, ძალიან კარგია! ეს ლექსი უსათუოდ, რჩეულებში უნდა იდოს!
12. ძალიან ცოცხალი პროზა გაქვთ და პოეზიაც ასეთივე გქონიათ.
მიყვარს ღელის მოტანილი ამბები-ღელე-ღურდანის ამბები:) ძალიან ცოცხალი პროზა გაქვთ და პოეზიაც ასეთივე გქონიათ.
მიყვარს ღელის მოტანილი ამბები-ღელე-ღურდანის ამბები:)
11. ძალიან,ძალიან,ძალიან მომეწონა:* ძალიან,ძალიან,ძალიან მომეწონა:*
10. ბერი, დავით, მაია დიდი მადლობა ) ბერი, დავით, მაია დიდი მადლობა )
9. თბილი და კარგი ლექსია, მომეწონა, გისურვებთ წარმატებებს!+5 თბილი და კარგი ლექსია, მომეწონა, გისურვებთ წარმატებებს!+5
8. არაჩვეულებრივი პასტორალური სიუჟეტია, ძალიან კარგად გადმოცემული.
წარმატებები ავტორს.
პატივისცემით: არაჩვეულებრივი პასტორალური სიუჟეტია, ძალიან კარგად გადმოცემული.
წარმატებები ავტორს.
პატივისცემით:
7. ნამდვილად საინტერესო ავტორი, საინტერესო , შემოქმედებით. უკომენტაროდ 5+ ის დაწერა არ მინდა, ამ ლექსისთის. კარგია! ნამდვილად საინტერესო ავტორი, საინტერესო , შემოქმედებით. უკომენტაროდ 5+ ის დაწერა არ მინდა, ამ ლექსისთის. კარგია!
6. ვიკა, კატიე, თოლიგე , დიოგენეს საძმო. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. :)
ვიკა, კატიე, თოლიგე , დიოგენეს საძმო. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. :)
3. ძალიან საინტერესო ავტორი! ძალიან საინტერესო ავტორი!
2. აუფ...
ძაააააააააააააააააააააააალიან მომეწონა! აუფ...
ძაააააააააააააააააააააააალიან მომეწონა!
1. ულამაზესი პოეზია გაქვს, ნათია. შენ რჩეული ავტორი უნდა იყო! :) სტატუსი ყველა ნამდვილი შემოქმედისთვის სასაცილოა, თან ამ საიტზე, თუმცა, თუკი აქ ეს წესი არსებობს, ობიექტური მაინც უნდა იყოს! სიტყვები არ მყოფნის! ულამაზესი პოეზია გაქვს, ნათია. შენ რჩეული ავტორი უნდა იყო! :) სტატუსი ყველა ნამდვილი შემოქმედისთვის სასაცილოა, თან ამ საიტზე, თუმცა, თუკი აქ ეს წესი არსებობს, ობიექტური მაინც უნდა იყოს! სიტყვები არ მყოფნის!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|