ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2013


გეხება


 
ეს ყველაფერი შენ გეხება!
ჰო, შენ!
გეხება!
შენ -
ვინც თანდათან კარგავ შეხებას -
(რა ნიკოფსია, რის დარუბანდი)
აფხაზეთიდან - ჯავახეთამდი!
შენ კარგავ!
კარგავ!
კარგავ სმენას!
კარგო, სხვაგვარად-
უსათუოდ გაიგონებდი,
როგორ ჩაცხრილეს სულ ახლახანს,
უსასტიკესად,
რობაქიძის და გირგვლიანის ლეგიონები!
ასეა! მორჩა!
თვალის ჩინიც მაშინ დაკარგე-
ემიგრანტების ვერ შენიშნე როცა ცრემლები,
როცა მხრებიდან სამხრეებივით
აგადღლიზეს მათი ხელები!
.........................
და ნუთუ ბოლოდ -
პირის გემოს იტოვებ მხოლოდ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები