ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არტემიდა
ჟანრი: იუმორისტული
24 თებერვალი, 2013


” ვირუსი ”

        შემეყარა ვირუსი.ისე ”ჭედავს” გული და ტვინი,გადატვირთვაც აღარ შველის.
იმდენი უსარგებლო პროგრამაა ”გადმოქაჩული” და ”დაინსტალირებული”,რომ ვეღარ ვარკვევ,რომელია სასარგებლო ან რომელი არ.დავიწყე წაშლა.უშედეგოდ-ავტომატურად ინსტალირდება.უნდა ”გადავაყენო”!
      კი მაგრამ,როგორ უნდა ავარჯოშო ტვინი ისე, რომ დავიწყება შეძლოს?ყველა ასაკს  თავისებური სიბინძურე ახასიათებს და როგორც არ უნდა ”დააუბორკო” (”ნაგვის ყუთში” გადაყარო)-ტვინს და გულს მაინც აყენებს ზიანს.ყველაფრის თავი და ბოლო კი- ტვინი( ანუ ”დ” დისკია )და არა გული-(”ც”დისკი).აი საიდან უნდა დაიწყო არასასურველი ინფორმაციის წაშლა და მერე უკვე გინდა ”გადაააყენე”,გინდა გადატვირთე,გინდა ახლიდან დააპროგრამე.
      მეც ეგრე მოვიქეცი,როცა არასასურველმა ზარმა ”სკაიპში”ამირია თავ-გზა და წარსული გამახსენა.ე,გენაცვალე-ისევ ძველ პროგრამებს ამუშავებ.წლებმა მაგ ”დაიქსელებულ ”სიტყვებს ფასი დაუკარგა.აღარც ”ფოტო-შოპი” გივარგა,სახე გაგიმკაცრდა,თვალები გაგიცივდა,აღარც მწვანეა თუ შენი ”ვებ-კამერის” ბრალია და ცივი სილუეტით ცოცხალ-მკვდარი მესაუბრებოდი.შენ უკვე სხვა ხარ...
      არ ვიცი მეგობრებში როგორ ”შემომეპარე”,თუმცა ყალბი ნიკით დარეგისტრირებას რა უნდა.მოგიტაცებო....ქალს მოტაცება კი არა კაცობა უნდა დაუმტკიცო.მიყვარხარო?!სიყვარული აქსიომა არ არის,მას გამუდმებით დამტკიცება სჭირდება!რისი იმედი გქონდა მაინც?წლები პლატონურად მეყვარებოდი და თმების გათეთრებამდე დაგელოდებოდი?მერე ვისღა სჭირდება შენი სიყვარული?არა რა, ,საშინლად დავირუსებულია ტვინი და სასწრაფოდ უნდა ”გადავაახალპროგრამო”.არც ”კონტაქტებიდან” წაგშლი არც  ”შავ სიაში ”ჩაგაგდებ-უბრალოდ ”გადავაყენებ” ტვინს და მიუწვდომელი არა მხოლოდ სატელეფონო,არამედ ინტერნეტ სივრცეშიც გავხდები.”გასუფთვებული ”ტვინი კი ”გაახლებული” და დამშვიდებული გულით 22მგ სიჩქარით კვლავ  შეუფერხებლად იმუშავებს.”ლიცენზია დაკარგულებს” კი- ავტომატურად გაანადგურებს ”ანტივირუსი”,რომელიც სულ რაღაც 20 ლარად ”დავაყენე”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები