ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2013


შუაღამეა..

შუაღამეა და შუაცეცხლთან
ვიგონებ ჭინკებს ბავშობის ზღაპარს,
ნაკვერჩხალებზე დამხობილ კეცს და
ტყეში ფანდალით მიმავალ პაპას..
ციდან ღვარცოფად მოვარდნილ ჩქაფებს,
ფერი და სუნი ჰქონდათ მითური,
ჩიგორგალების შრიალა კაბებს,
გულს ბილილებით ჩამოკიდულით...
ახლა დაწერილ იღბალს ვაგრძელებ,
და ვგრძნობ სიმძიმეს ბოლო ნაბიჯთა,
რამდენი ლექსიც ვეღარ დავწერე,
შუბლზე იმდენი ღარი გამიჩნდა..
ვერაუხსნელი სიჩუმე მახლავს,
ვქირდავ უსახო დღეთა ზმორებას,
რამდენჯერ დავწერ რაიმეს ახალს,
იმდეჯერ ახლად ვიწყებ ცხოვრებას..
ახლა ღამეა, დარდს ვერ ვაყუჩებ,
აღსასრულამდე დასაბამიდან..
ვიგონებ ჭინკებს, ოქროს ალუჩებს,
და ზღაპარს ვყვები ისევ თავიდან..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები