ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პროზა
8 მარტი, 2013


თევზები...სახლი...ნივთები...ფერადი ფერადი განწყობა...მოდით ჩემთან ჩაიზე...

ჩემი თევზები არ არიან ემოციურები.
ისინი საოცარი სიდინჯით მიირთმევენ პურის ნამცეცებს დღეში სამჯერ.
ჩემს ნიჟარაში ვერასოდეს ნახავთ გაურეცხავ ჭურჭელს.
განჯინაში კი ყველა ჩაის ჭიქა გამჭირვალეა.
არც კარით იმიჯნება ოთახები, მე მათ ნაცვლად ფერადი მძივები გამოვიყენე.
არის განსაკუთრებული სიმყუდროვე ჩემს სახლში დამიჯერეთ.
როდესაც ფანჯარას ვაღებ ჩიტები და პეპლები დაურიდებლად შემოდიან ხოლმე...
რომელი თვქვენგანის კედელზე შიძლება ვნახო ყველა ფერთა გამა?-არცერთის.
ხოდა მომეცით ნება, მოგიწვიოთ ჩემთან, ჩაიზე...
ხაჭოიან ფუნთუშებზეც...
ეჩურჩულეთ თევზებს რამდენიც გენებოთ...
ერთად გავამართლო ავაზაკები სატელევიზიო გადაცემებში
და
ვისწავლოთ საკუთარი სურვილების მართვა სხვებივით...
ამ მაქმანზე რას იტყვით? ძალიან მოუხდებოდა საღამოს კაბას?
და როცა შენს მანჟეტებს დავცქერი...
მაჯების სითბოს ვგრძობ...
ჩუმადაა ყველა ნივთი ჩვენს ირგვლივ...
ან რატომ უნდა ალაპარაკდნენ?! ისიც გვეყოფა ადამიანები რომ ამდენ სისულელეს ვროშავთ...
მეწერება ჩემო სახლო შენზე
მეწერება...
არის რაღაც, რასაც ვერ გიცვლის ვერაფერი...
გაფრთხილება უნდა თურმე ყველაფერს...
მოფერება...
დამახსოვრება...
არა?!

იცით რა მომენტი მაქვს ახლა? ჭაღს რომ 6 სანათურე აქვს და 6ივეს რომ ვანთებ...
არ ჩაქრე...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები