ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2013


მამაჩემი და დედაჩემი

მამაჩემი რომ მამაჩემი არ არის, დედაც-
თავის თავს არ გავს. აგვერია ჯალაბი, სახლის
ყველა კუთხეში ღალატია და ის დრო დგება:
ფორმალობები, ქაღალდები... ვერ ვარქმევ სახელს-

სიტუაციას. გამოვყავარ წყობიდან აზარტს.
მე,- აფრიკელი, უცხო ტომის რაქიტიანი.
არ ველოდები არასოდეს ყინვას და ზამთარს.
ნაძვი არ ვარ და ნახე მაინც დავფიფქიანდი.

მამაჩემო და დედაჩემო გახსნილდა! დილა-
ვეღარ იწყება თქვენთან ერთად, მე როგორც ბავშვმა
სუფრის ბოლომდე დალაგებულ ტკბილელულს ვსდიე
ცრემლი - თვალიდან ღაწვამდე და ცრემლები გაშრა...

მამაჩემი და დედაჩემი... ბუნდოვნად მახსოვს-
მთელი ბავშვობა, თავგასული დღეები. ფილმი
რომელიც აღარ სრულდება და წვიმისას სახსრებს
წამომატკიებს. ობოლივით. დარდი და ღიმი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები