ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2013


ჯერ არდაბადებულ მარიამს

აქ ჯერ ისევ უსაშველო ქარია,
ვერ მოძებნა მზემ ღრუბლებში დარაბა.
შენ კი გძინავს პაწაწინა მარიამ,
აქედანვე, მამას მეტიჩარა ხარ.
დროის ათვლას ,უკუჩათვლა ვარჩიე,
ორ თვეს ვაკლებ ყოველ წუთს და მეასედს,
ვვარაუდობ,ვგევარ სულელ მარჩიელს,
ნუთუ მართლა ვიმსახურებ მე ასეთ
დიად ძღვენს და ენით უთქმელ სიხარულს?
ფრთების გაშლას,თავაწყვეტით ჭენებას.
ერთი ვიცი,მინდა შენ რომ იხარო,
დაე იყოს როგორც უფალს ენებოს.

მოვა მარტი,გაიშლება კვირტი და
შენს თვალებში განახლდება სამყარო.
მზეც დარაბას გამოაღებს ბინდიდან
და ტირილით გვამცნობ,უკვე აქ ვარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები