ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2013


მონა ხარ ისევ

მე საბჭოეთის საუფლოში მზრდიდნენ მონები.
ეტყობა, რადგან თავისუფლების არ ვიცი ფასი,
ფრთებშეკვეცილი არწივივით ვტკეპნი ბილიკებს,
უღელქვეშ გაზრდილს მიჭირს სუნთქვა, მიწას ვერ ავცდი.
უბედურ ყოფას მიჩვეულს კი, მინდაა გარდაქმნა?
სინდისის ხმასაც გამოვაბი თოკი-საბმელი,
არ მომიპარავს, არ მომიკლავს, "არ ჩამიშვია"
და აღარა მაქვს ღმერთო, შენთან მე სხვა  სათქმელი...
მაგრამ რად მიჭირს ტვირთის ზიდვა, ან რა ტვირთია,
ასე მძიმე და ასე დიდი, მთების ოდენა?!
მშობლის თვალებით, მუდარებით, რომ იცქირება,
გულს მისერავს და მღრღნის ეჭვები გამოუთქმელად.
მინდა არტახებს ხელი ვკრა და გზნებით დავწყვიტო,
თუმცა ტკბილია დედის რძესთან აკვანში ყოფნა,
ტვირთის თრევაც ხომ ვალი არის, უნდა გადახდა,
წავიღებ ჭაპანს, გადავათრევ, ეს ძალუძს მონას!
მაგრამ შევძლებ კი, ავიარო მე აღმართები?
გენიოსივით დავინახო შავზე ჩრდილები,
მომავლის ძეგლი დავუტოვო შთამომავლობას,
ამ ქვეყნის შვილებს შევუსრულო დანაპირები?!
თავისუფლების სურნელებით თუ არ დათვერი,
თუ არ იგრძენი გემო მიწის, შენი მშობელის,
თუ კი სამებას არ დაანთე სამი სანთელი,
ვერ გადახატე შენს ფიქრებში ქვეყნის მთა-ველი,
მონა ხარ ისევ და ვერ შეძლებ იცხოვრო ისე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები