ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2013


გაზაფხული უხდებოდა ფაზისს..

(გუშინ  პირველ მარტს, ჯაჯას, შუახნის მამაკაცს, რომელიც ბაზარში მუშაობს, ვთხოვე ტაქსამდე ტვირთის მიტანა)

გაზაფხული უხდებოდა ფაზისს
და მზე სითბოდ იღვრებოდა ციდან,
ფეხქვეშ მეგო მიწა-ფიანდაზი,
კორჩიოტა  იის ფასი ღირდა.
რიონის პირს ჩამწკრივებულ დუქნებს,
აუვლიდა-ჩაუვლიდა ხალხი,
ერთნაირად, გამხდრებსა და მსუქნებს,
მასპინძლობდა სასწორი და დახლი.
საბერველთან შემოჭედილ ფიცრებს,
დაეკიდათ ცელოფნების ფარდა,
და დოვლათი-მოჯარული სივრცეს
მხატვრის ლამაზ ნატურმორტებს ჰგავდა.
ჭაპანს სწევდა მეურიკე, მძიმეს,
მივყვებოდი, თმებს უშლიდა სიო,
ჯაჯა, ბიჭო, იქით გაიწიე,
თორემ ვიღაც გაგიტანს და  ,,ვსიო’’!
მოისმინა წამიერად შედგა
და ურიკას მოაშორა მაჯა,
-მართლა ასე იქნებოდეს ნეტა!
თქვა და მერე ცას ახედა ჯაჯამ.
გაზაფხული უხდებოდა ფაზისს,
მზე სინათლედ იღვრებოდა ციდან,
წამებს ედო საუკუნის ფასი
და ღიმილი ცრემლის ფასი ღირდა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები