ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2013


მეძავი

ღამეა.
ლექსი ამეკიდა, როგორც მეძავი,
სურს დავწერო და რითმით სავსე სხეულს მთავაზობს.
ავხურდი ისე, გამაგრილებს ახლა ვერც ზვავი,
მატყობს და ცეცხლზე ნავთს მიმატებს:

"მოდი ლამაზო..."

– მიხმობს ტკბილი ხმით, ლამისაა გამისკდეს გული,
თხემთან დამბურძგლა და ყურებზე გადაიარა,
ისე ავთრთოლდი, ვით პოეტი – ჯერაც ქალწული
და შემრცხვა თითქოს მე ვარ კახპა, ლექსი კი არა?!

...მომნუსხა ბოზმა, ჩამიგორდა წიგნაკში მაინც,
დამანთხევინა კალამიდან მელანი მთელი...
– აი, ეს არის, თავს გადამხდა ამაღამ რაიც,
ახლა ვწევარ და მასთან შემდეგ შეხვედრას ველი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები