ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2013


თოვს...


თითქოს ჩემთვის თოვდეს, ისე მიხარია,
მიწა დაიპენტა თეთრი წალკოტებით,
ახლა შენი ნახვა  მხოლოდ იღბალია,
არ ვარ იღბლიანი, თოვს და მაგონდები...
თეთრი ჩაბალახი ხეებს დაეხურათ,
გეძებ, რომელ მხარეს ნეტავ დაივანე,
ასე ენატრებათ კაცთა ნაფეხური
თოვლში მიტოვებულ სახლის აივანებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს