ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარეტი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2013


წამიერები

ვედრება

თვალებით ნაზიდ მზერას გიყოფ,
პეშვით სულს გიწვდი...
მიჭირს არაფერს მოველოდო...
ღმერთო, შენს "სახლებს"
საძირკველში ქვებს რომ ვუყრიდი,
მაშინ ძვირფასი "სახელებიც" ჩავატანიე... ?!
ღმერთო წაიღე ჩემი მზერა...
სულსაც მოგაწვდი...
ოღონდ ხელწერა შემინახონ ტაძრის ლოდებმა...


***
მზე მომწიფდა...
ფორთოხლისფერი აგვისტოა ...
ადამიანები ტანსაცმელს იფცქვნიან...
მერე კანს...
ჩემი ქალაქი უზღვოობას ითმენს
მე უშენობას...




სიზმარი


ვდგავარ
არაფერს მიყრდნობილი...
ერთი თოჯინა, თითქოს მართლა
და ძაფზე ვეკიდო,
ჩემი ნერვების
და პანტომიმი,
ვიღაც მმართავდეს,
მამოძრავებდეს..
მერე კუთხეში მიმაგდებდეს
დიდი სცენიდან...
ასე თვეობით
სადმე  მტვერში...
და სიბნელეში...
ხელს არ მახებდნენ...
ლამის დავიხრჩო...


და მეღვიძება მტვერი მახრჩობს
ჩემი სიზმრების...
გაღვიძებულს კი როგორც მწეველმა
მინდა ნანახი ამოვახველო,
მაგრამ ვერ ვბედავ
მეშინია სული ამოყვეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს