ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2013


...

ჩემი გულივით გაცრეცილი ჯინსი მაცვია,
ქუჩას მივყვები ხან შფოთვით და ხანაც- მოწყენით.
ამ უსახელო სევდას ისე დავუქანცივარ,
რომ შემოდგომის ფოთოლივით ხის ტოტს მოვწყდები

ფიქრში და მივდევ ნიავქარებს, ცივებს, ავყიებს,
ვიღიმი, მაგრამ ზოგჯერ სულაც არ მეღიმება.
დიდი ხანია, მზეზე ფიქრი გვერდზე გავწიე,
დიდი ხანია, ლექსმა ჩემთან ყოფნა ინება.

და ვიძირები პოეზიის ბნელ ხვეულებში
და სულშიც ჩნდება თითქოს სითბო, შვება მცირედი...
მე რა ვიცოდი, მარტოობის შვილი ვყოფილვარ,
თორემ ყველაფერს სულ სხვაგვარად დავაპირებდი.

ახლა - გულივით გაცრეცილი ჯინსის ამარა
მივყვები ქუჩას. გულზე სევდა წვება ფენებად.
ასეა, ალბათ: კმაყოფილნი ხან ვართ, ხან არა...
ალბათ, ვიპოვით ყველა ჩვენ-ჩვენ წილ მოსვენებას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები