ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2013


არდავიწყების მჭამდეს ტკივილი

თეთრ გრაგნილებად დავახვიე ჩემი
ტკივილი,მერე შემოვდე წიგნის თაროზე,
მინდა ნელ-ნელა ავკინძო ლექსად,
თითო სტრიქონი სათქმელს ამბობდეს:
რომ თავხედურად ვჩიოდი ღმერთთან,
როდესაც ბედი არა მწყალობდა,
მერე კი ოფლში გამოწურული,
კვლავ პატიებას ვთხოვდი მალულად.
როგორც ყვავდება ტყემლის ყვავილი,
ისე ფეთქავენ ჩემში კვირტები,
სიამაყის და პატივ-დიდების,
ანგარების და შურისძიების.
იარებივით მედება ტანზე, და მწვავს,
ცოდვების განცდის სიმძიმე,
მსურს, რომ წყლულებზე სისხლი მდიოდეს,
არდავიწყების მჭამდეს ტკივილი.
და თითო სტრიქონს ედოს სალბუნად
ლოცვა, გალობა, ვერხვის ტოტები
ხელებაწვდენილ მლოცველებს ჰგვანან,
ღვთისგან შენდობას მეც ველოდები....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები