დავით ბაბუა ეზოში მდგარ ხის მაგიდასთან , გრძელ სკამზე იჯდა, მეორე მხარეს კი, ასეთივე სკამზე მართა და ნანა ისხდნენ, ფეხებს აქანავებდნენ და ყურადღებით უსმენდნენ ბაბუას ომისდროინდელ ამბებს. დავითი უცებ გაჩერდა, ხის კენწეროებს მიაჩერდა. _მერე? მერე? -ერთად შესძახეს ბავშვებმა და დავითი ფიქრებს მოსწყვიტეს. _ რას ვყვებოდი? გამიწყდა ფიქრის ძაფი... _ამოიხვნეშა _ რა გაგიწყდა? _სად გაგიწყდა? _ გავკოჭავთ!_ ნანა და მართა სკამიდან ჩამოხტნენ და დავითის დათვალიერება დაიწყეს._ გვაჩვენე, გვაჩვენე... _ნამდვილი ძაფი კი არა, ფიქრის ძაფი გამიწყდა_ გაიცინა მოხუცმა. _რას ნიშნავს ბაბუ ფიქრის ძაფი?_ ცნობისმოყვარე თვალით შეხედა მართამ _ ეს რა მძივი გიკეთია ყელზე? კვარცია? _დედამ მათხოვა, ხომ ლამაზია? _გაიცინა მართამ და ფერადი კვარცით ასხმულ მძივს სიამაყით დახედა. _ლამაზია, ძალიან ლამაზი . მაგ მძივივითაა აწყობილი ფიქრის ძაფებზე სიტყვები. მერე უცებ წყდება, იბნევა... _ ბაბუა ცუდად ხომ არ ხარ? მძივი მძივია, ფიქრი კი არა. _ შეშინდა ნანა _ მომეცი აბა! _მართას მძივი წამოაძრო თავიდან მოხუცმა და ბურთულების თვლა დაიწყო: _ 1,2,3,4,... 79, 80. შეხედე და დაიმახსოვრე_ უცებ ხელი ჩამოჰკრა და ძაფი გაწყვიტა. კვარცის ნაირფერი ბურთულები ბალახებში აბრჭყვიალდნენ. _აკრიფეთ ახლა! მე ახლავე მოვალ_ თქვა დავით ბაბუამ და სახლში შევიდა ძაფის გამოსატანად. ბავშვებმა ბალახებში ჩაიმუხლეს და ძებნა დაიწყეს. დავითი სახლიდან გამოსვლამდე, ნანას და მართას უკვე მაგიდაზე მოეგროვებინათ ბრჭყვიალა ბურთულები და ითვლიდნენ _1,2,3,...20 _ ოცზე რომ ავიდნენ, ორივე შეჩერდა და მოხუცს მიაშტერდა : _ბაბუ, მეტი დათვლა არ ვიცით. დავითი დაჯდა, ძაფი მიაწოდა:_ აასხით ახლა!_ ცოტა ხანში დავითს აწყობილი მძივი ეჭირა ხელში და ბურთულებს ითვლიდა. _ სამოცდათერთმეტი . ცხრა აკლია. ხედავთ? რომ იყო ისევ იმ თანმიმდევრობითაა ფერები აწყობილი? _არა ბაბუა, მაშინ სხვანაირი იყო, მაგრამ როგორი? არ მახსოვს. შენ გახსოვს ნანა? _არა არც მე მახსოვს, მაგრამ ასეც ლამაზია. _ ასეა ბაბუებო ფიქრებიც, ასეთია სიბერე... აწყობილი გაქვს სათქმელი ლამაზი, ბრჭყვიალა მძივივით , გაგიწყდება შუაში, ზოგ სიტყვას ამ მძივის ბურთულებივით დაკარგავ, ზოგს გადააადგილებ, დაგავიწყდება სად რა იყო... რაც არ უნდა ეძებო, ყველას მაინც ვერ იპოვი მაშინვე. დრო უნდა მძივის ყველა ბურთულის და სიტყვის პოვნას. ჰოდა მერე, დრო რომ გავა, კი იპოვი სადმე იმ სიტყვას თუ ბურთულას, მაგრამ მძივი აწყობილია უკვე... და დროც გასულია. ნანა და მართა გაოცებული თვალებით უცქერდნენ ბაბუას. _ კი მაგრამ ბაბუა, ახლა დედას როგორ მივუტანო ასეთი მძივი? მიხვდება. _ დედაშენი მაგ მძივს რომ გატანდა , ისიც იცოდა, რომ შენ მაგას სახლში მთელს არ მიიტანდი_ გაიცინა დავითმა_თუ მაინც გისაყვედურებს, უთხარი: ,,დავით ბაბუას ფიქრის ძაფი გაუწყდა და აწყობა გვასწავლა-თქვა,, _მერე, რომ ვერაფერს მიხვდება? _ სიბერე რითაა კარგი იცი? რაც არ უნდა მიგაკლდეს ან გადაადგილ-გადმოაადგილო სიტყვები და ბურთულები, მაინც ყველა პატივს გცემს და გპატიობს იმ ძველი, გაუწყვეტელი მძივების გამო... _ წადით ბაბუებო ახლა სახლში და თუ დედაშენმა მაინც გიყვირა, უთხარი ახალი მძივი წამოიღოს და მოვიდეს ჩემთან. დავით ბაბუამ ბავშვები ჭიშკრამდე მიაცილა თვალით და ისევ ხის კენწეროებს გახედა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მე მომწონს შენი ნაწერები, ნათია. კალამი კარგად გერჩის, თუმცა შენს პატარებზე რომ წერ, ეგ ყვეეეეეელაზე, ყვეეეეეეეეეელაზე მაგარია... მე უკვე მიყვარს შენი შვილები :*
+5
პ.ს. ეს კომენტარი წეღან სხვის ნაწერზე დავტოვე შემთხვევით :))) ოღონდ თვითონაც არ ვიცი ეს როგორ მოვახერხე :) უნდა დავიძინო რა ღამ-ღამობით, მაგრამ რახან დღეს უკვე გათენდა, ხვალიდან დავიწყებ :)) მე მომწონს შენი ნაწერები, ნათია. კალამი კარგად გერჩის, თუმცა შენს პატარებზე რომ წერ, ეგ ყვეეეეეელაზე, ყვეეეეეეეეეელაზე მაგარია... მე უკვე მიყვარს შენი შვილები :*
+5
პ.ს. ეს კომენტარი წეღან სხვის ნაწერზე დავტოვე შემთხვევით :))) ოღონდ თვითონაც არ ვიცი ეს როგორ მოვახერხე :) უნდა დავიძინო რა ღამ-ღამობით, მაგრამ რახან დღეს უკვე გათენდა, ხვალიდან დავიწყებ :))
15. მშვენიერია!!! სასკოლო ლიტერატურაში უნდა მოხვდეს ეს მოთხრობა. პატარებისთვის!!! ყოჩაღ!!! გაიხარე შენა!!! მშვენიერია!!! სასკოლო ლიტერატურაში უნდა მოხვდეს ეს მოთხრობა. პატარებისთვის!!! ყოჩაღ!!! გაიხარე შენა!!!
14. მომეწონა! პატარა ფილოსოფიური შედევრია. 5+ მომეწონა! პატარა ფილოსოფიური შედევრია. 5+
13. ძალიან დიდი მადლობა ყველას) ძალიან დიდი მადლობა ყველას)
12. საინტერესოა) მიყვარს ეს გვერდი+5 საინტერესოა) მიყვარს ეს გვერდი+5
11. მშვენიერი რამეა. ძალიან საინტერესოდ მოიტანა სათქმელი მოთხრობამ. ყოჩაღ! მშვენიერი რამეა. ძალიან საინტერესოდ მოიტანა სათქმელი მოთხრობამ. ყოჩაღ!
8. დიდი მადლობა შეფასებისთვის.) დიდი მადლობა შეფასებისთვის.)
7. ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
9 მარტი, 2013 ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
9 მარტი, 2013
6. ფიქრიანო გოგო! "მაგ მძივივითაა აწყობილი ფიქრის ძაფებზე სიტყვები. მერე უცებ წყდება, იბნევა..."
ფიქრიანო გოგო! "მაგ მძივივითაა აწყობილი ფიქრის ძაფებზე სიტყვები. მერე უცებ წყდება, იბნევა..."
5. დრო უნდა მძივის ყველა ბურთულის და სიტყვის პოვნას. ჰოდა მერე, დრო რომ გავა, კი იპოვი სადმე იმ სიტყვას თუ ბურთულას, მაგრამ მძივი აწყობილია უკვე... და დროც გასულია
ბერს მოსწონს :))) 5+ დრო უნდა მძივის ყველა ბურთულის და სიტყვის პოვნას. ჰოდა მერე, დრო რომ გავა, კი იპოვი სადმე იმ სიტყვას თუ ბურთულას, მაგრამ მძივი აწყობილია უკვე... და დროც გასულია
ბერს მოსწონს :))) 5+
4. დიდი მადლობა ) დიდი მადლობა )
3. მართლა კარგია სიბერის სიბრძნე. მართლა კარგია სიბერის სიბრძნე.
2. რა კარგად აიკინძა ნაწერიც-მძივივით.
საჩემო მოთხრობაა:)
რა კარგად აიკინძა ნაწერიც-მძივივით.
საჩემო მოთხრობაა:)
1. ფიქრის ძაფი...
კარგია ძალიან! ფიქრის ძაფი...
კარგია ძალიან!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|