ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2013


ღვთის წყალობა

ჯიხვმა თქვა:
"დაბადებიდან
მე ერთი რამე მაწვალებს,
ვაი, თუ ჩემი რქებიდან,
ღვინოს არავინ არ დალევს!"

ხარმა თქვა:
"აბა მითხარით,
თავი რა თავში ვიხალო,
თუ ვერ ვიცოცხლებ, ვით ხარი,
გუთანი მკითხავს – ვინ ხარო?!"

ცხენმა თქვა:
"გემუდარები,
შენ – ჩემო ბედისწერაო,
არ დამიხუჭო თალები,
ომი თუ ვნახე ვერაო!"

შველმა თქვა:
"ბედი არ მინდა,
ტყვიამ ზურგი ნუ მაქციოს,
ოღონდაც ჩემი სიკვდილი,
ვინმემ მოთხრობად აქციოს!"

ღმერთმა ისმინა ყოველი,
ამინ იყოსო - წარმოსთქვა!
ოთხივე ბედის მთხოვნელი,
საქართველოში ჩამოსვა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს