ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2013


აკიდო (100 სიტყვა)

მშრომელი კაცი იყო შოთა. სანამ ეკატერინე გვერდით ჰყავდა, ოჯახს არაფერი აკლდა...
მარტოც პატრონობდა ეზო-კარს, კერიას არ აცივებდა. წელს აიჩემა უმცროსმა ბიჭმა, ზამთარში მაინც წამოდი ქალაქში, შეშაც არაა საკმარისი, თან დიდი თოვლი რომ მოვიდეს, სახურავი ვეღარ გაუძლებსო.
სხვა რა გზა ჰქონდა! დაუტოვა ცალი ხარი მეზობელს, დატვირთა მანქანა ჭირნახულით და დედაქალაქს ესტუმრა.
* * *
საუკუნესავით გაიწელა ერთი თვე. ახალი წელი ახლოვდებოდა. გაზაფხული დაესიზმრა წუხელ. ვენახში ვაზი ტიროდა, ღობესთან მომღიმარი ეკატერინე იდგა. უჩვეულოდ გვიან გაეღვიძა, მზიან-სუსხიანი დილა იდგა. გულის ბაგა-ბუგი ესმოდა.
თათიას გასძახა, ბაბუ, აკიდო მომიტანეო. მოუტანა გოგომ დახუნძლული მტევნები, ჩაკოცნა ბაბუ და გაცქრიალდა. გულმა უჩხვლიტა მოხუცს, კიდევ... მუჭში მოქცეული მტევნიდან ტკბილი სითხე მკერდზე ჩამოეღვარა.
არ უგრძვნია.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები