ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2013


ჯერაც ცოცხლები ვართ...

შიშველ მეიდანებს თეთრი თაქნაბადი,
ისევ შერჩენია, ალაგ-ალმაცერად,
ვიღაც ენამჭევრი მიხსნის კარაბადინს
და მე ვემსგავსები, მფრთხალ თევზს, ნაფაცერალს.
თითქოს ფატუმებმა ბედი გადაწერა
და მზემ სხივნათელი ,,თვალნი მიურიდა”,
შენც თევზს მომაგონებ, არა ნაფაცერალს,
ახლად გატაცებულს, აქვარიუმიდან,
ჯერაც ცოცხლები ვართ... მთვარე ამოცურდა,
სარკმელს ნამგლიანი სივრცე დაებინდა,
ახლა სევდიანი ბოლო ამოსუნთქვა,
გვესმის ერთმანეთის სველი თვალებიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები