უკიდურესად თუ არ მიჭირს,აღარ ვწერ ლექსებს, აღარც- ესეებს, არც- ნოველებს, საერთოდ- აღარ! ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაღლით ვერ ვდგავარ ფეხზე, და უფრო ხშირად მახსენდება-ღმერთია მაღლა! უკიდურესად თუ არ მიჭირს,არ მახსოვს ლოცვა, არც- წნევიანი დედაჩემი, არც- მამა, ძმაც- არ, ჩაძინებულზე ჩემი თეთრი ბებიის კოცნა, აღარც- მამული, აღარც- სახლი! და ვფიქრობ, რაც ვარ, რაც ვიარსებე, საკმარისი ეს იყო ნუთუ? თუ აწი რამეს ახალს ველი და ისევ "თუ" და... სოფელში მალე გემრიელად დაათოვს თუთებს, იქ არ ვიქნებით ბავშვები და არც თოვლის გუნდას ისვრიან, არც გზას ჩაამკლევენ სკოლამდე ფეხით, არც ღამის მგზავრებს დაუწყებენ ძაღლები ყეფას. ქალაქში:მყრალი არაყით და გამხმარი ძეხვით ერთ-ორ ძმაკაცთან თუ მოაწყობ საღამოს კრებას. თემებით- "უცებ აცივდება აგვისტოს ბოლოს" "თეთრებით (ოდნავ) გაძვირდება პური და ხორცი" ''არაყი ისევ ის ფასია,ჯანდაბას,თოვოს!'' ჭადრის ქვეშ, რკინის მაგიდასთან რა დალევს მოცლილს. ............................................................................. უკიდურესად თუ არ მიჭირს,აღარ ვწერ ლექსებს, აღარც- ესეებს,არც- ნოველებს,საერთოდ -აღარ! ვწერ მხოლოდ მაშინ,როცა დაღლით ვერ ვდგავარ ფეხზე, და უფრო ხშირად მახსენდება-ღმერთია მაღლა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. განსხვავებული,ორიგინალური,მშვიდი,თვილი..
ძალიააან მომეწონა გიო...+ უფალი გფარავდეს და რაც ზევით არის მოხსენებული ყველაფერი ის ისე იყოს როგორც შენ გინდა ... განსხვავებული,ორიგინალური,მშვიდი,თვილი..
ძალიააან მომეწონა გიო...+ უფალი გფარავდეს და რაც ზევით არის მოხსენებული ყველაფერი ის ისე იყოს როგორც შენ გინდა ...
28. როგორ მომწონს ეს ლექსი.. წარმატებები , გიო ! როგორ მომწონს ეს ლექსი.. წარმატებები , გიო !
27. უკიდურესად თუ არ მიჭირს,არ მახსოვს ლოცვა, არც- წნევიანი დედაჩემი, არც- მამა, ძმაც- არ, ჩაძინებულზე ჩემი თეთრი ბებიის კოცნა,
იხარე,ძმაო უკიდურესად თუ არ მიჭირს,არ მახსოვს ლოცვა, არც- წნევიანი დედაჩემი, არც- მამა, ძმაც- არ, ჩაძინებულზე ჩემი თეთრი ბებიის კოცნა,
იხარე,ძმაო
26. "სოფელში მალე გემრიელად დაათოვს თუთებს"..... სულ სხვანაირია აქ მონატრება.....
"სოფელში მალე გემრიელად დაათოვს თუთებს"..... სულ სხვანაირია აქ მონატრება.....
25. კარგი პოეტი...:-* კარგი პოეტი...:-*
24. ზურაბ კუხიანიძის ზურაბ კუხიანიძის
23. ღმერთმა არაფერი გაგიჭირვოს:) ღმერთმა არაფერი გაგიჭირვოს:)
22. ვისი ლექსია>
ვისი ლექსია>
21. საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე საიალაღოდ გაიწევენ, როგორც ხარები... დედის ნაფერებ, ნაალერსებ ცეცხლიან თვალებს სხვისი უბისკენ გააპარებენ.
გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში, თითქოსდა მართლაც უნახესო მათ გასაღები. მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს, ტოლებთან, ლხინში, თავის ნათქვამად გაასაღებენ.
არ იკითხავენ, რა აწუხებს, რა ულხინს ოჯახს, მათი გაფრენით ვინ იხარა, ან ვინ ეწამა... დაიკოს ნატიფ თეთრ ხელებით დავარცხნილ ქოჩორს სხვას მიუშვერენ გასაწეწავად.
ნათელ ნაკვალევს დაუტოვებს სახეზე წლები, თუმცა თვალები არასოდეს არ ხუნდებიან. და ბოლოს მაინც, ნაომარნი, დაღლილნი გზებით, მშობელ კერასთან დაბრუნდებიან.
აღარ დახვდებათ აღარც დედა და აღარც მამა და ბალღებივით ყრუ ქვითინი აუვარდებათ. მაგრამ დაგმანულ, ცივ ფანჯრებზე, შხამად თუ წამლად, იკანკალებენ შავი ფარდები.
მხრებს ჩამოყრიან, როგორც ქარით დალეწილ რტოებს, დანამულ თვალებს შეავლებენ ეზოს ცირცელებს... ისევ იტყვიან მამის ნათქვამ სადღეგრძელოებს და დედას ისევ ცოცხალივით დაიფიცებენ...
აი, ვიპოვნე. ერთ რამედ ღირს ამის წაკითხვა. საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე საიალაღოდ გაიწევენ, როგორც ხარები... დედის ნაფერებ, ნაალერსებ ცეცხლიან თვალებს სხვისი უბისკენ გააპარებენ.
გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში, თითქოსდა მართლაც უნახესო მათ გასაღები. მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს, ტოლებთან, ლხინში, თავის ნათქვამად გაასაღებენ.
არ იკითხავენ, რა აწუხებს, რა ულხინს ოჯახს, მათი გაფრენით ვინ იხარა, ან ვინ ეწამა... დაიკოს ნატიფ თეთრ ხელებით დავარცხნილ ქოჩორს სხვას მიუშვერენ გასაწეწავად.
ნათელ ნაკვალევს დაუტოვებს სახეზე წლები, თუმცა თვალები არასოდეს არ ხუნდებიან. და ბოლოს მაინც, ნაომარნი, დაღლილნი გზებით, მშობელ კერასთან დაბრუნდებიან.
აღარ დახვდებათ აღარც დედა და აღარც მამა და ბალღებივით ყრუ ქვითინი აუვარდებათ. მაგრამ დაგმანულ, ცივ ფანჯრებზე, შხამად თუ წამლად, იკანკალებენ შავი ფარდები.
მხრებს ჩამოყრიან, როგორც ქარით დალეწილ რტოებს, დანამულ თვალებს შეავლებენ ეზოს ცირცელებს... ისევ იტყვიან მამის ნათქვამ სადღეგრძელოებს და დედას ისევ ცოცხალივით დაიფიცებენ...
აი, ვიპოვნე. ერთ რამედ ღირს ამის წაკითხვა.
20. 15. ავტორი: გიო ზედვაკელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
2 მაისი, 2013 რატომღაც რომ არ მომწონებოდა...ყველა სიკეთე გიორგი,ჩემო კარგო.მოკითხვა ირინკას და აკოცე ლაქუცას ბევრი, ბევრი... ბუდულა. 2013-05-03 10:11:11
დიდი მადლობა.
ყველას დიდი მადლობა 15. ავტორი: გიო ზედვაკელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
2 მაისი, 2013 რატომღაც რომ არ მომწონებოდა...ყველა სიკეთე გიორგი,ჩემო კარგო.მოკითხვა ირინკას და აკოცე ლაქუცას ბევრი, ბევრი... ბუდულა. 2013-05-03 10:11:11
დიდი მადლობა.
ყველას დიდი მადლობა
19. სიტყვები არ მყოფნის... ჩემი აპლოდისმენტები თქვენ!
+++++ სიტყვები არ მყოფნის... ჩემი აპლოდისმენტები თქვენ!
+++++
18. მდას!! მეტად ძლიერი ნაშრომი, მეტად ძლიერი!! ისეთი ემოცია მოიტანა, ისეთი მუხტი......უუუუჰ.... დიდი მადლობა ავტორს ესოდენ დიდი სიამოვნების მონიჭებისთვის, მართლაც რომ-ბრავისსიმო!! ჩემგან+2+აპლოდისმენტების ნიაღვარი დაგლოცოს უფალმა, ქართველო!! ყველა სიკეთე მდას!! მეტად ძლიერი ნაშრომი, მეტად ძლიერი!! ისეთი ემოცია მოიტანა, ისეთი მუხტი......უუუუჰ.... დიდი მადლობა ავტორს ესოდენ დიდი სიამოვნების მონიჭებისთვის, მართლაც რომ-ბრავისსიმო!! ჩემგან+2+აპლოდისმენტების ნიაღვარი დაგლოცოს უფალმა, ქართველო!! ყველა სიკეთე
16. რა კარგი ლექსია...
წარმაებები ავტორო! რა კარგი ლექსია...
წარმაებები ავტორო!
15. ავტორი: გიო ზედვაკელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
2 მაისი, 2013 რატომღაც რომ არ მომწონებოდა...ყველა სიკეთე გიორგი,ჩემო კარგო.მოკითხვა ირინკას და აკოცე ლაქუცას ბევრი, ბევრი... ავტორი: გიო ზედვაკელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
2 მაისი, 2013 რატომღაც რომ არ მომწონებოდა...ყველა სიკეთე გიორგი,ჩემო კარგო.მოკითხვა ირინკას და აკოცე ლაქუცას ბევრი, ბევრი...
14. უკიდურესად თუ არ მიჭირს,აღარ ვწერ ლექსებს, აღარც- ესეებს,არც- ნოველებს,საერთოდ -აღარ! ვწერ მხოლოდ მაშინ,როცა დაღლით ვერ ვდგავარ ფეხზე, და უფრო ხშირად მახსენდება-ღმერთია მაღლა!
მოეწონა არტეს:)5+ უკიდურესად თუ არ მიჭირს,აღარ ვწერ ლექსებს, აღარც- ესეებს,არც- ნოველებს,საერთოდ -აღარ! ვწერ მხოლოდ მაშინ,როცა დაღლით ვერ ვდგავარ ფეხზე, და უფრო ხშირად მახსენდება-ღმერთია მაღლა!
მოეწონა არტეს:)5+
12. აი პოეზია.
იშვიათად მაგრამ ნახავს აქ კაცი ისეთს, თვალს წყალს რომ დაალევინებს და აგრძნბინებს. აი პოეზია.
იშვიათად მაგრამ ნახავს აქ კაცი ისეთს, თვალს წყალს რომ დაალევინებს და აგრძნბინებს.
11. +5 ძალიან კარგია ) +5 ძალიან კარგია )
10. ძალიან კარგი ლექსია, ძალიან! მიხარია პორტალზე იშვიათობად ქცეულ ნამდვილ პოეზიასთან შეხება ხოლმე! გაიხარე, გიო!
ძალიან კარგი ლექსია, ძალიან! მიხარია პორტალზე იშვიათობად ქცეულ ნამდვილ პოეზიასთან შეხება ხოლმე! გაიხარე, გიო!
9. გიო შე მაგარო...
პ.ს მასივში ხარ ? თუ მანდ ხარ მეც მანდ ვარ და შევხმიანდეთ, ცოტა ჩავარტყათ : ) გიო შე მაგარო...
პ.ს მასივში ხარ ? თუ მანდ ხარ მეც მანდ ვარ და შევხმიანდეთ, ცოტა ჩავარტყათ : )
8. ქ-ნო,თამარ,მაგიტომ არ მითქვამს,რომ გული დამწყდა,უბრალოდ აღვნიშნე,რომ ერთის მხრივ დააჩქარა მაგ გარემოებამ ამ ლექსის გამოქვეყნება,რომ დაიწუნეს.პირიქით,მე ვარ ბათუმის ლექსების გამოფენის გულშემატკივარი და საშუალება რომ მქონდეს,თუ არა კონკურსანტი,აუცილებლად, როგორც სტუმარი ჩავიდოდი ყოველთვის.პოეზიის კონკურსი არ მესმის ,უბრალოდ.თანრიგები,ადგილები..ესაა,თორემ რა ჯობია ამდენი ახალგაზრდის თავმოყრას...პოეზიაზე საუბარს,ზღვას,წვიმას,დილის ყავას... ქ-ნო,თამარ,მაგიტომ არ მითქვამს,რომ გული დამწყდა,უბრალოდ აღვნიშნე,რომ ერთის მხრივ დააჩქარა მაგ გარემოებამ ამ ლექსის გამოქვეყნება,რომ დაიწუნეს.პირიქით,მე ვარ ბათუმის ლექსების გამოფენის გულშემატკივარი და საშუალება რომ მქონდეს,თუ არა კონკურსანტი,აუცილებლად, როგორც სტუმარი ჩავიდოდი ყოველთვის.პოეზიის კონკურსი არ მესმის ,უბრალოდ.თანრიგები,ადგილები..ესაა,თორემ რა ჯობია ამდენი ახალგაზრდის თავმოყრას...პოეზიაზე საუბარს,ზღვას,წვიმას,დილის ყავას...
6. ეს ლექსი დაიწუნეს, გიო? ვაა... მართლა საინტერესოა, როგორი ლექსები მოსწონთ ნეტა? :( ეს ლექსი დაიწუნეს, გიო? ვაა... მართლა საინტერესოა, როგორი ლექსები მოსწონთ ნეტა? :(
5. "უკიდურესად თუ არ მიჭირს,არ მახსოვს ლოცვა, არც- წნევიანი დედაჩემი, არც- მამა, ძმაც- არ, ჩაძინებულზე ჩემი თეთრი ბებიის კოცნა, აღარც- მამული, აღარც- სახლი! და ვფიქრობ, რაც ვარ, რაც ვიარსებე, საკმარისი ეს იყო ნუთუ? თუ აწი რამეს ახალს ველი და ისევ "თუ" და... სოფელში მალე გემრიელად დაათოვს თუთებს, იქ არ ვიქნებით ბავშვები და არც თოვლის გუნდას ისვრიან, არც გზას ჩაამკლევენ სკოლამდე ფეხით, არც ღამის მგზავრებს დაუწყებენ ძაღლები ყეფას. ქალაქში:მყრალი არაყით და გამხმარი ძეხვით ერთ-ორ ძმაკაცთან თუ მოაწყობ საღამოს კრებას. თემებით- "უცებ აცივდება აგვისტოს ბოლოს" "თეთრებით (ოდნავ) გაძვირდება პური და ხორცი" ''არაყი ისევ ის ფასია,ჯანდაბას,თოვოს!'' ჭადრის ქვეშ, რკინის მაგიდასთან რა დალევს მოცლილს."
მე ვინ მეკითხება, მარა ასე უფრო მომწონს ეს ლექსი...
წარმატებები გიო! "უკიდურესად თუ არ მიჭირს,არ მახსოვს ლოცვა, არც- წნევიანი დედაჩემი, არც- მამა, ძმაც- არ, ჩაძინებულზე ჩემი თეთრი ბებიის კოცნა, აღარც- მამული, აღარც- სახლი! და ვფიქრობ, რაც ვარ, რაც ვიარსებე, საკმარისი ეს იყო ნუთუ? თუ აწი რამეს ახალს ველი და ისევ "თუ" და... სოფელში მალე გემრიელად დაათოვს თუთებს, იქ არ ვიქნებით ბავშვები და არც თოვლის გუნდას ისვრიან, არც გზას ჩაამკლევენ სკოლამდე ფეხით, არც ღამის მგზავრებს დაუწყებენ ძაღლები ყეფას. ქალაქში:მყრალი არაყით და გამხმარი ძეხვით ერთ-ორ ძმაკაცთან თუ მოაწყობ საღამოს კრებას. თემებით- "უცებ აცივდება აგვისტოს ბოლოს" "თეთრებით (ოდნავ) გაძვირდება პური და ხორცი" ``არაყი ისევ ის ფასია,ჯანდაბას,თოვოს!`` ჭადრის ქვეშ, რკინის მაგიდასთან რა დალევს მოცლილს."
მე ვინ მეკითხება, მარა ასე უფრო მომწონს ეს ლექსი...
წარმატებები გიო!
4. უბრალოდ,ძველი ლექსია,ბათუმზე გავაგზავნე,დაიწუნეს და შესაბამისად,გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა..
უბრალოდ,ძველი ლექსია,ბათუმზე გავაგზავნე,დაიწუნეს და შესაბამისად,გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა..
3. კი,ძალიან კარგი რამ მოხდა,ძალიან...მადლობა..
კი,ძალიან კარგი რამ მოხდა,ძალიან...მადლობა..
2. ეს უკვე აღარ მომწონს- ლექსზე არ ვამბობ, განწყობაზე :(
თუმცა, რადგან იშვიათად ჩანს თქვენი ლექსები, ლოგიკურად, იშვიათად გიჭირთ უკიდურესად :)
და თუ არ ვცდები, რაღაც ძალიან კარგიც მოხდა ხო ამ ბოლო ხანს თქვენს ცხოვრებაში? :) ეს უკვე აღარ მომწონს- ლექსზე არ ვამბობ, განწყობაზე :(
თუმცა, რადგან იშვიათად ჩანს თქვენი ლექსები, ლოგიკურად, იშვიათად გიჭირთ უკიდურესად :)
და თუ არ ვცდები, რაღაც ძალიან კარგიც მოხდა ხო ამ ბოლო ხანს თქვენს ცხოვრებაში? :)
1. ავტორი: გიო ზედვაკელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
საღოლ შენ! ავტორი: გიო ზედვაკელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
საღოლ შენ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|