ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არტემიდა
ჟანრი: იუმორისტული
17 მარტი, 2013


სიყვარულის კოდექსის(ნაწილი I.)

                                                              არტემიდა, მეთორმეტე მცნება მჭირდება, რადგან შენგან                        ჩამოთვლილმა თერთმეტმა არ გაჭრა. :) ხუთი ქულა გერგო.ნეფერტარი.



                                                          წ ე რ ი ლ ი  1
       
                        სიყვარულის კოდექსის ზოგადი მიმოხილვა
                                   
                                          დაწყებითი  ეტაპი

      გული 1.სიყვარულის ცნება. მოქმედების სფერო
სიყვარულის კოდექსი აწესრიგებს შეყვარებულთა თანასწორობაზე დამყარებულ  , პირად გრძნობებს და ურთიერთობებს.
      გული 2.სასიყვარულო კანონმდებლობა
1.სიყვარულის კოდექსი ,პირადი ურთიერთობები და გულითადი გრძნობები ,უნდა ექვემდებარებოდეს სიყვარულს.
2.ერთი და იგივე კამათის განმეორების დროს ,გამოიყენება უფრო ახალი,შედარებით შემსუბუქებული-სპეციალური ღონისძიება,რომელიც მთლიანად დამოკიდებულია ურთიერთშეთანხმებაზე.
3.ახლობელთა დახმარება  დასაშვებია მხოლოდ მაშინ,როცა შეყვარებულები განაპირდებიან, ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან საკუთარ გრძნობებს.თუ ამანაც არ ”გაჭრა” ,ურთიერთობა სიყვარულის კოდექსით წესრიგდება.
4.ადათებზე და ჩვეულებებზე დამყარებული გრძმნობები დასაშვებია მხოლოდ მაშინ ,თუ შეყვარებულები არ არღვევენ საჯარო წესრიგს.
    გული 3.სასიყვარულო ურთიერთობის შესვლა ძალაში
1.სასიყვარულო ურთიერთობები ძალაში  შედიან ოფიციალური წესით, ოჯახში გაცნობა-გამოცნობის შემდეგ.(სიყვარული თუ ბრმაა, მეზობლებს ვერაფერს გამოაპარებ).
2.ამის არცოდნა ,სულაც არ  გულისხმობს პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას ,რასაც ხშირად  უკმაყოფილება მოსდევს თან.ამ შემთხვევაში ურთიერთობები უნებურად ბათილდება.
3.ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს, თუ მასში აღმოცენდა ახალი ან შედარებით ძველი ჭორი, ან დავა.ასეთ შემთხვევაში  გრძნობები ებრძვიან საზოგადოებას და სიყვარულით აწესრიგებენ ურთიერთობას.
4.ზოგადი ხასიათის ურთიერთობები დასაშვებია ოფიციალური ურთიერთობების გარეშეც, თუ ისინი შეყვარებულების  ნება-სურვილზეა დამყარებული.
5.საზოგადო  აზრი ვერ აუქმებს სიყვარულს.ახალი ჭორის წარმოშობა  სულაც არ არის გრძნობების გაქარწყლების საფუძველი.
      გული 4.სასიყვარულო ურთიერთობზე უარის თქმის დაუშვებლობა
1.საზოგადოებას არა აქვს უფლება უგულველყოს სასიყვარულო ურთიერთობები, იმ შემთხვევაშიც,
თუ ისინი ბუნდოვანია და არ შეესაბამება კანონზომიერებას.
2.არავის არა აქვს უფლება ,შეყვარებულებს  სიყვარული დაუშალონ , თუნდაც საზოგადოებას ეს ურთიერთობა არაზნეობრივად მიაჩნდეს(ადამიანია და ბუნება...).
      გული 5.სიყვარულის და სამართლის ანალოგია
1.პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში , მოქმედებენ გრძნობები(სიყვარულის ანალოგია)
2.თუ სიყვარულის ანალოგიამ ”არ გაჭრა ”ურთიერთობა მყარდება სურვილის და მიხედვით,(სამართლიანი ანალოგია).
3.განსაკუთრებულად სიყვარულში ”გადაბუგულ” გულებზე , არც სიყვარულის და არც სამართლის ანალოგია არ მოქმედებს.
      გული 6.გრძნობათა უკუქცევითი ძალა(სასიყვარულო რომანის აქტივაცია)
გრძნობებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა.სასიყარულო რომანი აქტიურდება მაშინ , თუ ამაზე თანახმანი  არიან  შეყვარებულნი და ეს ურთიერთობა გაალამაზებს, გაახალისებს სიყვარულს.”უკან დახევის პრინციპი” მიუღებელია, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს ერთ-ერთის მდგომარეობას.
      გული 7.პირადი ურთიერთობის  ობიექტი სიყვარულში
სიყვარულში პირადი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი” ენაგადმოგდებული ”პირი, რომლის ჭორი ბრუნვიდან არ არის ამოღებული.
    გული 8.პირადი ურთიერთობის სუბიექტები სიყვარულში
1.პირადი ურთიერთობის სუბიექტები , შეიძლება იყოს ნებისმიერი შეყვარებული პირები,რომლებიც სიყვარულს განიცდიან ერთმანეთის მიმართ.შეყვარებული შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის პირიც.
2.ამ შეყვარებულების პირადი ურთიერთობები წესრიგდება სიყვარული კოდექსით.ხოლო დანარჩენი სუბიექტები-ურთიერთობებს საზოგადო აზრით აწესრიგებენ და ხშირ შემთხვეში ბრმად
ეწინააღმდეგებიან სიყვარულის კოდექს.
3.სასიყვარულო ურთიერთობების მონაწილენი ვალდებულბნი არიან გრძნობებზე დაყრდნობით კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
    გული 9.სიყვარულის მიზანი
სიყვარულის მიზანია , არ მისცეს მესამე პირს , პირად ურთიერთობასში ჩარევის უფლება.
    გული 10.სიყვარული არ ექვემდებარება პოლიტიკას.სიყვრულის კოდექსის იმპერატიული გულები
სიყვარულის კოდექსი , მხოლოდ ”ორმაგ”ვარდების რევოლუციას სცნობს. სიყვარულს ვარდებიც უყვარს და ეკლებიც სჭირდება მას. 




                                                                            საქართველოს კანონი
                                                              საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

                                                                            წიგნი პირველი

                                                    სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებანი

                                                                      შესავალი დებულებანი

მუხლი 1. ცნება. მოქმედების სფერო
ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.
მუხლი 2. სამოქალაქო კანონმდებლობა
1. სამოქალაქო კოდექსი, კერძო სამართლის სხვა კანონები და მათი განმარტებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.
2. ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები.
3. სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი.
4. ჩვეულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.
მუხლი 3. სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში
1. კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ძალაში შედიან მხოლოდ დადგენილი წესით ოფიციალურ ორგანოში საყოველთაო გაცნობისათვის მათი გამოქვეყნების შემდეგ.
2. კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
3. კანონი კარგავს ძალას, თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს ახალი კანონი, ან ძველი ეწინააღმდეგება ახალს, ან ახალი კანონი მოიცავს ძველით მოწესრიგებულ ურთიერთობას, ანდა, თუ აღარ არსებობს ის ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებდა კანონი.
4. ზოგადი ხასიათის კანონი არ აუქმებს სპეციალურ კანონს, თუ ამგვარი გაუქმება არ წარმოადგენს კანონმდებლის პირდაპირ მიზანს.
5. იმ კანონის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი კანონი, არ ნიშნავს ძველი კანონის ამოქმედებას.
მუხლი 4. სამოქალაქო საქმეების განხილვისას მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა
1. სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია.
2. სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია.
მუხლი 5. კანონისა და სამართლის ანალოგია
1. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).
2. თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია).
3. სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.
მუხლი 6. სამოქალაქო კანონთა უკუქცევითი ძალა
კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.
მუხლი 7. კერძო სამართლის ობიექტები
კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული.
მუხლი 8. კერძო სამართლის სუბიექტები
1. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.
2. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.
3. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
მუხლი 9. სამოქალაქო კანონთა მიზანი
სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს.
მუხლი 10. სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკური უფლებებისაგან. სამოქალაქო სამართლის იმპერატიული ნორმები
1. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ უფლებებზე, რომლებიც განისაზღვრება კონსტიტუციით ან საჯარო სამართლის სხვა კანონებით.
2. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.
3. უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. ცალკეული ჩარევები ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით აკრძალულია, თუ ეს აქტები კონკრეტული კანონის საფუძველზე არ არის გამოყენებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები