სისულელეა, ყველაფერი მთავრდება როცა, შეესისხლხორცო გამოფიტულ ფესვებს თიბათვის, ვაშლის ხის ტანზე ნაოჭები კადრებად მოსჩანს, მე დავიბადე იმ წამს, როცა შენ შემიყვარდი.
სისულელეა, დამწამებენ უამრავ ცოდვას და ღალატისთვის დამადგამენ გვირგვინს არყოფნის, როგორც სარეცელს, არაერთხელ გაყოფილს ცოლთან, გადახუნებულს დამწიფებულ ვნების ნაყოფით,
ჩემს შემოდგომასაც დაუვლის ქარი სიძველის. გაშიშვლებაა სურვილების გამზეურება, მაგრამ მოედო თვითშეგრძნებებს დაისისფერი, და უშენობაც ბევრად უფრო ფასეულია
და იდუმალი, როგორც არსი დასაბამისა. სისულელეა გადარჩენა, ვიდრე გრიყავენ ღამეულ ლექსებს დღის სინათლეს მაინც აღირსებ. მე დავიბადე იმ წამს, როცა შენ შემიყვარდი
და ვკვდები, მაგრამ მიყვარხარ ისევ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გმადლობთ :)
გმადლობთ :)
14. რა ლამაზია... რა ლამაზია...
13. "მე დავიბადე იმ წამს, როცა შენ შემიყვარდი"
ეს ძალიან კარგი სტრიქონი თან წამყვა...
"მე დავიბადე იმ წამს, როცა შენ შემიყვარდი"
ეს ძალიან კარგი სტრიქონი თან წამყვა...
12. მადლობა ყველას :)
მადლობა ყველას :)
11. ბრავისსიმო!! +2+აპლოდისმენტები ყველა სიკეთე ბრავისსიმო!! +2+აპლოდისმენტები ყველა სიკეთე
10. არასოდეს მჯეროდა,ბრმა მხატვრების,ყრუ მუსიკოსების და პოეტი ქალების!
მაგრამ აქ მაინც +5! არასოდეს მჯეროდა,ბრმა მხატვრების,ყრუ მუსიკოსების და პოეტი ქალების!
მაგრამ აქ მაინც +5!
9. ძალიან თბილი ავტორი :) + ძალიან თბილი ავტორი :) +
8. ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
7. მომეწონა! ეს არის პოეტი , ეტალონი ზებუნებრივი ადამიანობისა! მომეწონა! ეს არის პოეტი , ეტალონი ზებუნებრივი ადამიანობისა!
6. მე დავიბადე იმ წამს, როცა შენ შემიყვარდი.
ამას გამოვყოფდი.
++ მე დავიბადე იმ წამს, როცა შენ შემიყვარდი.
ამას გამოვყოფდი.
++
5. ცუდი ლექსია:) 0 ცუდი ლექსია:) 0
3. მე დავიბადე იმ წამს, როცა შენ შემიყვარდი.
სისულელეა, დამწამებენ უამრავ ცოდვას და ღალატისთვის დამადგამენ გვირგვინს არყოფნის, როგორც სარეცელს, არაერთხელ გაყოფილს ცოლთან, გადახუნებულს დამწიფებულ ვნების ნაყოფით,
როგორც ყოველთვის,მოეწონა არტემიდას:)ისრები თეას:)5+++++++++++++++++ მე დავიბადე იმ წამს, როცა შენ შემიყვარდი.
სისულელეა, დამწამებენ უამრავ ცოდვას და ღალატისთვის დამადგამენ გვირგვინს არყოფნის, როგორც სარეცელს, არაერთხელ გაყოფილს ცოლთან, გადახუნებულს დამწიფებულ ვნების ნაყოფით,
როგორც ყოველთვის,მოეწონა არტემიდას:)ისრები თეას:)5+++++++++++++++++
2. "მაგრამ მოედო თვითშეგრძნებებს დაისისფერი, და უშენობაც ბევრად უფრო ფასეულია"
კარგია, თეა!:) "მაგრამ მოედო თვითშეგრძნებებს დაისისფერი, და უშენობაც ბევრად უფრო ფასეულია"
კარგია, თეა!:)
1. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი !
სისულელეა, დამწამებენ უამრავ ცოდვას და ღალატისთვის დამადგამენ გვირგვინს არყოფნის, რგორც სარეცელს, არაერთხელ გაყოფილს ცოლთან, გადახუნებულს დამწიფებულ ვნების ნაყოფით,
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი !
სისულელეა, დამწამებენ უამრავ ცოდვას და ღალატისთვის დამადგამენ გვირგვინს არყოფნის, რგორც სარეცელს, არაერთხელ გაყოფილს ცოლთან, გადახუნებულს დამწიფებულ ვნების ნაყოფით,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|