ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2013


მაინც...

სივრცეს დაედო ფერი ფელგამის,
ლოდინის თქეშით ქუჩა აივსო,
დგახარ მაცილთან ერთად ხელკავით
და ღმერთს ემდური, როგორც კალიფსო.
რატომღაც დღემდე არვინ გიძრახა,
ცისკარს რომ ჩრდილავ ლუციფერიანს,
თავადაც კარგად უწყი, ვინცა ხარ,
მაინც სახელად ირქმევ ფერიას.
მე არ ვარ ნიმფა, ჩემს ბედს ვნებდები,
უკან მეწყერით მივალ, წინ  წყალით,
შენ ჰელიოსის ცეცხლზეც  ვერ თბები,
მე სითბოდ მყოფნის ერთი წინწკალი.
მაინც ერთგვარად ვფიქრობთ ბოლომდი,
რომ გავაგრძელებთ ჩვენს ისტორიას,
იმაზე უკეთ,  ვიდრე ვცხოვრობდით,
ან რაც საერთოდ არ გვიცხოვრია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები