ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2013


ამანდებელელი ნადინი (სამხრეთ აფრიკა 16/08/1840)

როცა ხარ აფრიკელი,
ამანდებელელი.
გიყურებ და ვითვლი შენ ყელზე ლატუნის რგოლებს.
მათი რაოდენობა 16ს აღწევს და შენ ჯერ მხოლოდ 14 წლის ხარ.

უნდა ავღნიშნო, რგოლები გაცილებით ბრწყინავენ მზეზე, ვიდრე ეს ლატუნის მასალას ახასიათებს.
ორ საკუთარ ტომელს მოსწონხარ და ერთ-ერთზე უნდა გათხოვდე თურმე.
საშინელებაა (ვფიქრობ მე)

მისიონერები წასვლას ვაპირებთ ამ დღეებში...
წაგიყვანდი...
მაინც მგონია რომ ვერ აიტან ჩვენს ჰავას.
შენ ხომ ტანგანიიკის ტბა ყველაფერს გირჩევნია.
და მზე, რომელიც სასტიკად მწვავს, სულ არ გეჩვენება ცხელი
ნადინ...
თურმე კიდევ 8 რგოლი უნდა დაიმატო
და
ამდენივე შვილი უნდა გააჩინო...

ალბათ ისე წავალ, ვერ ვნახავ აფრიკულ წვიმას.
შენ კიდევ ყველაზე მეტად მისი ნახვება გინდოდა ჩემთვის.
მე ვცდილობ აგიხსნა, თუ რა ხშირად წვიმს ჩვენთან...
და როცა მაღალ შუბლს მაღალი ცისკებ აღმართავ ხოლმე-
წვიმის მოლოდინში,
ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზი მეჩვენები...
ურჩია შენი თმები შენივე ხასიათივით...
ზედმეტად გამომწვევად გამოიყურება შავი კანი
ოქროსფერ სამკაულებში...
ნადინ...

როცა ჩამოვალ
ერთად გავუკეთოთ შენს შვილებს ლატუნის რგოლები ყელზე...
ერთად ვიმღეროთ ამანდებელელური "ჰერაია" იშვიათი წვიმის ქვეშ...
და მე,-
რომელმაც შეიძლება ვერც გადავიტანო ქოლერა,
არ დამავიწყდები შენ
ნადინ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები