შენ რომ დასახლდი ის კუნძული სინამდვილეში ცისფერი ვეშაპის ზურგია ქოლგით და წვიმიანი მარტოობით, რომლითაც გაძარცვული ტყეები ზამთრის დეფილეზე გამოდიან.
ახლა უძილობის სეზონია... ცივა და ლექსებში გათოშილი მეთოვლიები სახლდებიან.
ოდესღაც პონტ-მარის ხიდზე კელაპტრებით ხელში მე და შენ ერთმანეთი გვიყვარდა.
მას შემდეგ ფოფოდიების საღამოზე დავდივარ, ჩალის ცხენების დოღზე, ინტერნეტ-სივრცეში ნერვიულ კურსორს დავაცეცებ, შენს გვერდებს ვპოულობ, თოვლის ზეწარივით ცარიელს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|