ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არტემიდა
ჟანრი: იუმორისტული
25 მარტი, 2013


სიყვარულის კოდექსის(ნაწილი II)

                                                              წ ე რ ი ლ ი  2
                             
                                                          შემდეგი ეტაპი

                                                    შეყვარებული პირები

  გული11. სიყვარულში უფლებაუნარიანობა
1.შეყვარებულების უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მათი  სიყვარულის დაბადების მომენტიდან.
2.სიყვარული დამოკიდებულია ურთიერთობაზე,რომელიც მეგობრობისას ჩაისახა.
3.შეყვარებულთა უფლებაუნარიანობა ქრება ერთ-ერთი მხარის თვის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტით.
4.არ შეიძლება შეყვარებულებს წაერთვათ სიყვარული.
  გული12.სიყვარულში ქმედუნარიანობა
1.შეყვარებულთა ქმედუნარიანობა -თავიანთი ნება-სურვილი მთელი მოცულობით განახორციელონ,წარმოიშვება ბუნებრივი მოთხოვნილების საფუძველძე,სრულწლოვანების მიღწევისთანავე.
2.სრულწლოვანია პირი,რომელსაც აქვს დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარი მის მიერ ჩადენილ ამა თუ იმ ქმედებაზე,არ გაურბის პრობლემებს,სიყვარულს,გრძნობებს,შეყვარებულს,არ ”აჯანჯღლებს”დაოჯახებას ან ”კალიცოს”ჩუქებას.
3.ქმედუნარიანია შეყვარებული,რომელიც სიყვარულით შექმნის ოჯახს,მიუხედავად დაბრკოლებისა.
4.ოჯახზე და საზოგადო აზრზე დამოკიდებული პირი არასრულწლოვნად(მცირეწლოვნად)ითვლება და იგი ქმედუუნაროა.
5.ქმედუუნაროდ მიიჩნევა ასევე შეყვარებული,რომელიც ჭკუასუსტობის გამო არ ექვემდებარება გრძნობებს.იგი სიყვარულის კოდექსის მიხედვით გასამართლდება და მასზე უფლებებს ბნელი საზოგადოება ახორციელებს.
6.ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ”აზრზე მოსვლის” შემთხვევაში ,უქმდება სასიყვარულო ბრალდება და მას აქვს უფლება აღადგინოს პირადი ურთიერთობები  თავის გულისწორთან.
    გული13.სიყვარულის შეზღუდვა დაუშვებელია ჭორის საფუძველზე
სიყვარულის შეზღუდვა დაუშვებელია ჭორის საფუძველზე.დაუშვებელია ასევე მასში ჩარევა და მისი არევა საეჭვო გარიგებით.
  გული14. სიყვარულში შეზღუდული ქმედუნარიანობა
1.არასრული ანუ ცალმხრივი ურთიერთობის წარმომქმნელი პირი შვიდიდან-თვრამეტ თვემდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.
2.შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე სრულწლოვანი შეყვარებული,რომელსაც საზოგადობამ დაუწესა მზრუნველობა.მისი დამოუკიდებლობა უთანასწორდება არასრულწლოვნის დამოუკიდებლობის არქონას.
3.ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება მაშინ, როცა შეყვარებული აღიარებს დანაშაულს, დაამარცხებს საზოგადო აზრს და ისევ ”გადავარდება”ვნებათა ალში.
  გული15.წარმომადგენლის თანხმობა შეზღუდული ურთიერთობისას
შეზღუდული ურთიერთობის მქონე შეყვარებულის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის, აუცილებელია მისი საზოგადო თუ ოჯახის წარმომადგენლის თანხმობა,გარდა იმ შემთხვევისა, თუმცა ასეთი შემთხვევა ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ არსებულია.
    გული16.სიყვარულის შეზღუდვა ”საკაიფო და სათრობელა” ნივთების გამოყენების დროს
1.სიყვარულის კოდექსი პირდაპირ არ კრძალავს ”საკაიფო და სათრობელა” ნივთიერებებს,რათა მათი ზეგავლენის ქვეშ, ძლიერდება გრძნობები,ეშვება გონება და ნებას თვისუფლება ეძლევა.მაგრამ თუ ამას ბოროტად იყენებს ერთ-ერთი მხარე და მძიმე მატერიალურ ზიანს აყენებს შეყვარებულს სიყვარულის კოდექსით დაუწესდება ”გამოსაფხიზლებელი დაწესებულება”.
2.ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა ხდება ”გამოფხიზლების”, ”ატხადნიაკის” და ნაბახუსევზე ბოდიშის მოხდით.
  გული17.ერთად ყოფნის უფლება
1.შეყვარებულებს აქვთ ერთად ყოფნის უფლება.
2.შეყვარებულთა ურთიერთობის დამალვა დასაშვებია
”სიყვარულსა მალვა უნდა
ვით ცხენსა ნაპარავსა”
მთავარია იგი არ ეწინააღმდეგებოდეს სიყვარულის კოდექსს.
3.შეყვარებულთა ურთიერთობის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებების,ვნებების და გრძნობების შეწყვეტას,რომლებიც მათ ქონდათ ”გაჩაღებული”სიყვარულის დროს. შეყვარებული,რომელსაც სურს ურთიერთობის გაწყვეტა მოვალეა დაასაბუთოს ყოველი მიზეზი.მას არა აქვს უფლება ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება.ყველაფერი იწყება და მთავრდება.შეყვარებულები ვალდებულნი არიან სიყვარულით და მეგობრობით დაცილდნენ ერთმანეთს,რადგან სადაც შურისძიება და სამაგიეროს გადახდის სურვილი ჩნდება-იქ სიყვარულიც კვდება.
    გული18.სიყვარულში პირადი არაქონებრივი უფლებები
1.თუ შეყვარებულებს  შეეცილებიან სიყვარულში,ან  თუ შეყვარებულთა ინტერესები ილახება მათი სახელის უნებართვო სარგებლობით,უფლება აქვთ ხელმყოფს პასუხი მოსთხოვონ.(სიყვარული შედგება ორი ადამიანისგან,მაგრამ ზოგიერთმა მდედრმა თუ მამრმა ეს არ იცის და უნდა გააგებინონ ერთობლივი ძალებით).
2.სიყვარულის კოდექსის მიხედვით შეყვარებულს უფლება აქვს მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა,რომლებიც ლახავს მის პატივს,ღირსებას,პირადი ცხოვრების საიდუმლოებას,რეპუტაციას,თუ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს ,რომ ისინი სინამდვილეს შეესაბამება.
3.თუ ყოველივე ეს ჭორზე და ”საზოგადო აზრზე”არის დაფუძვნებული და ამით ერთ-ერთ ან ორივე შეყვარებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემლახველი ცნობებით-პატივი,ღირსება და რეპუტაცია შეილახება-გამავრცელებელი ვალდებულია საზოგადოდ მოიხადოს ბოდიში და მომავალში ”ენას კბილი დააჭიროს”.
  გული19.სასიყვარულო ურთიერთობების დაცვა შეყვარებულთა დაშორების მერე
მართლია ზიანის ანაზღაურება სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაში არ ხდება,მაგრამ შეყვარებულს  შეუძლია  მე-18 გულში ჩამოთვლილი უფლებების დაცვა მოსთხოვოს  ყოფილ შეყვარებულის.ანუ ღირსების და პატივის დაცვა.
  გული20.შეყვარებულთ პაემნის ადგილი
1.შეყვარებულთა პაემნის ადგილად მიჩნეულია ადგილი,რომელსაც ისინი სურვილისამებრ ირჩევენ.მათ უფლება აქვთ უამრავი ასეთი ადგილი ჰქონდეთ,ერთი კი-განსაკუთრებული.
2.არასრულ და ცალმხრივ ურთიერთობების წარმომქმნელებს,ასევე მატყუარა და ფარისევლებს არა აქვთ პაემნის უფლება,რადგანაც მათი გრძნობები” ცხოველურ ინსტინკტზეა” დამყარებული.
3.პაემნის ადგილი არ უქმდება მაშინაც,თუ შეყვარებულები გარკვეული მიზეზების გამო,იძულებულნი არიან დროებით აარიდონ მას თვი.
  გული 21.შეყვარებულის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად
1.შყვარებულს შეუძლია გულისწორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩათვალოს, თუ იგი პაემანზე გარკვეული დროის მანძილზე არ გამოჩენილა,არ პასუხობს ტელეფონს,არ აბრუნებს სმს-ს,გასულია როგორც სატელეფონო ასევე ინტერნეტ ქსელიდან.
2.უგზო-უკვლოდ დაკარგული შეყვარებულის გამოჩენის შემთხვევაში,სიყვარულის კოდექსი ანიჭებს უფლებას,განაახლოს სასიყვარულო ურთიერთობები თავის გულისწორთან,თუ რათქმაუნდა იგი აპატიებს.
  გული22.სიყვარულის გამოცხადება გარდაცვლილად
1.სიყვარული გარდაცვლილად გამოცხადდება,თუ ერთ-ერთი შეყვარებულის გრძნობები გაცივდა,5 წლის განმავლობაში არ შემდგარა ნიშნობა(მაინც),თუ სავარაუდო ვითარებაში გაჰქრა ჰორიზონტიდან,ანდა სავარაუდოა ღალატის შემთხვევა,რის გამოც 6 თვეა სხვას ”შეეკედლა”.
2.საზოგადოებასთნ და ”ჭორებთან ” ბრძოლაში დამარცხებული სიყვარული 2 წლის შემდეგ გამოცხადდება გარდაცვლილად,ანდა იმ დღიდან,როდესაც ერთ-ერთმა შეყვარებულმა უღალატა მეორეს.
3.სიყვარულის კოდექსის მიხედვით სიყვარული კვდება ,როცა ცივდება გრძნობები ანდა გული ძგერას წყვეტს.
4.ამ გულის პირველ და მეორე ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში,სიყვარულის დაღუოპვის დღედ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვნებების,გრძნობების,ზედმეტი თავმოყვარეობის,გაჯიუტების ან გულისწორის დაკარგვის დღედ.
  გული23.სიყვარულის გამანადგურებლის დაბრუნების შედეგები
1.მიუხედავად იმისა,რომ ერთ-ერთმა შეყვარებულმა გაანადგურა სიყვარული,მისი დაბრუნების შემთხვევაში,სიყვარულის კოდექსი უბრუნებს მას სიყვარულის უფლებას.
2.დაბრუნებული ვალდებულია პატიება სთხოვოს თავის გულისწორს.მხოლოდ ამის შემდეგ ,მას აქვს უფლება ხელახლა ”გააჩაღოს ვნების ალი”.
2.მას უფლება აქვს აგრეთვე დაიბრუნოს შეყვარებული იმ შემთხვევაშიც ,თუ მას დღესდღეისობით ისეთი პიროვნება ჰყავს გვერდში,რომელმაც იცოდა მათი სიყვარულის ამბავი და მიუხედავად ამისა მაინც სცადა მისი გულისწორის ცდუნება.
3.სიყვარულის კოდექსი უხსნის ყველანაირ ბრალს სიყვარულის გამანადგურებელს,თუ იგი აღიარებს თავის  შეცდომებს  და კეთილსინდისიერად განახორციელებს მისი გულისწორისადმი დაკისრებულ უფლებებსა და მოვალეობებს(კოცნა,ჩახუტება,ალერსი,ნიშნობა და ა.შ.)

სიყვარულის დაუწერელი კანონი(სიყვარულის კონსტიტუციის მიხედვით)
  გული38.თანასწორობის პრინციპი
სიყვარულის კოდექსის წინაშე ,ყველა თანასწორუფლებიანნი არიან და ყველას აქვთ სიყვარულის უფლება მიუხედავად-ენისა,სქესისა,ერისა,ასაკისა,ქონებრივი მდგომარეობისა,განათლებისა,რწმენისა,სოციალური მდგომარეობისა და ა.შ.




                                                                  კარი პირველი
                                                                      პირები
                                                                თავი პირველი
                                                              ფიზიკური პირები
მუხლი 11. უფლებაუნარიანობა
1. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან.
2. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.
3. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით. გარდაცვალების მომენტად ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა.
4. არ შეიძლება ფიზიკურ პირს წაერთვას უფლებაუნარიანობა.
მუხლი 12. ქმედუნარიანობა
1. ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (ქმედუნარიანობა), წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.
2. სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია თვრამეტი წლის ასაკს.
3. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე.
4. შვიდ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) არის ქმედუუნარო.
5. ქმედუუნაროდ მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნება აღიარებული. ამ პირის უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე).
6. ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში სასამართლო აღიარებს მას ქმედუნარიანად.
მუხლი 13. ქმედუნარიანობის შეზღუდვის დაუშვებლობა გარიგებით
ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.
მუხლი 14. შეზღუდული ქმედუნარიანობა
1. არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.
2. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე სრულწლოვანი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი თავის ქმედუნარიანობაში უთანაბრდება არასრულწლოვანს.
3. ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება მაშინ, როცა აღარ არის ის საფუძველი, რომლის გამოც პირს შეეზღუდა ქმედუნარიანობა.
მუხლი 15. წარმომადგენლის თანხმობა შეზღუდული ქმედუნარიანობისას
შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს.
მუხლი 16. ქმედუნარიანობის შეზღუდვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების გამო
1. სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა.
2. ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმებას.
მუხლი 17. სახელის უფლება
1. ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს.
2. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისათვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ.
3. სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტის ან შეცვლის საფუძველს, რომლებიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით. პირი მოვალეა მიიღოს აუცილებელი ზომები სახელის შეცვლის შესახებ კრედიტორებისა და მოვალეების გასაფრთხილებლად.
მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები
1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე.
2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.
4. პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში.
5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №222 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.91
მუხლი 181. პერსონალური მონაცემების მიღების უფლება
1. პირს უფლება აქვს, გაეცნოს მასზე არსებულ პერსონალურ მონაცემებს და ჩანაწერებს, რომლებიც დაკავშირებულია მის ფინანსურ/ქონებრივ მდგომარეობასთან ან სხვა კერძო საკითხებთან, და მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. პირს არ შეიძლება უარი ეთქვას იმ ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც მოიცავს პერსონალურ მონაცემებს ან ჩანაწერებს მის შესახებ.
3. ნებისმიერი პირი ვალდებულია, წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა პირს გადასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები და ჩანაწერები, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებსაც წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია დაიცვას აღნიშნული მონაცემების, ინფორმაციის საიდუმლოება.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5919 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.39
მუხლი 19. პირადი უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ
მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.
მუხლი 20. საცხოვრებელი ადგილი
1. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.
2. არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა _ მეურვის საცხოვრებელი ადგილი.
3. პირის საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება, თუ იგი იძულების წესით ან სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესასრულებლად განსაზღვრული ვადით ტოვებს ამ ადგილს.
მუხლი 21. პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად
1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ფიზიკური პირი შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის მანძილზე იგი არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კანონით მემკვიდრეები მოიპოვებენ უფლებამოსილებას, უკვალოდ დაკარგულის ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის, მიიღონ მისგან სარგებელი. ამ ქონებიდან მიეცემა სარჩო უგზო-უკვლოდ დაკარგულის რჩენაზე მყოფ პირებს და დაიფარება ვალები.
2. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ. მეურნეობის სათანადო გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მას არა აქვს.
მუხლი 22. პირის გამოცხადება გარდაცვლილად
1. პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება.
2. სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად არა უადრეს ორი წლის გასვლისა საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან.
3. პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე.
მუხლი 23. გარდაცვლილად გამოცხადებულის დაბრუნების შედეგები
1. გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. დაბრუნების დროის მიუხედავად, პირს უფლება აქვს მოითხოვოს ის შენარჩუნებული ქონება, რომელიც მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირს.
3. ის პირი, რომელმაც გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონება სასყიდლით შეიძინა, ვალდებულია დაუბრუნოს მას ეს ქონება, თუ დამტკიცდება, რომ ქონების შეძენისას მან იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო.
4. თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება გადაეცა სახელმწიფოს და მან მოახდინა მისი რეალიზაცია, მაშინ გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ პირს უბრუნდება ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2239 - სსმ I, №54, 20.12.2005წ. მუხ.360

s a q a r T v e l o s    k o n s t i t u c i a
miRebulia 1995 wlis 24 agvistos



muxli 38
1. saqarTvelos moqalaqeni Tanaswori arian socialur, ekonomikur, kulturul da politikur cxovrebaSi ganurCevlad maTi erovnuli, eTnikuri, religiuri Tu enobrivi kuTvnilebisa. saerTaSoriso samarTlis sayovelTaod aRiarebuli principebisa da normebis Sesabamisad maT ufleba aqvT Tavisuflad, yovelgvari diskriminaciisa da Carevis gareSe ganaviTaron TavianTi kultura, isargeblon dedaeniT pirad cxovrebaSi da sajarod.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები