ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2013


ახლა რომ არ გითხრა...


რუხი შხეროებით,  თეთრი წეროებით,
ბედი კარკალია, ჩემი სამკალია...
ლურჯი ხეობებით, ისევ მეორდები,
ფიქრი მერამდენედ გადანაკვალია.
ხსოვნის  ლაბირინთებს  სევდა  ემარჯნება,
და გზა მოაშუქეს  მორცხვი კელაპტრებით,
ვგრძნობ დრო თვალს და ხელს შუა შემომეხარჯება,
ახლა რომ არ გითხრა როგორ მენატრები!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები