ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2013


წყალი

ადამიანო, ნუ დაგავიწყდება, რომ ორ მესამედზე მეტი წყალი ხარ! ხოდა რადგან ეგრეა, მე გირჩევ ნუ მიემსგავსები ტბასა და ჭაობს, თორემ ლელქაშებისა და ბაყაყების სამყოფელად გადაიქცევი, დამლაშდები, ყინვაში გაიყინები, ხოლო სიცხეში აორთქლდები და დაშრები.
ამიტომ გიჯობს მდინარეს მიჰბაძო; იდინო, ირბინო და სადაც ჩაივლი, ირგვლივ ყველაფერი გამოაცოცხლო, ყოველ კილომეტრში განახლებისა და განწმენდის უნარი გქონდეს და დასალევადაც ვარგოდე, რომ შენთან მოსულთ წყურვილი მოაკვლევინო. თანაც ეცადე სწორ კალაპოტს არ ასცდე და ადრე თუ გვიან ზღვასაც უეჭველად შეუერთდები და ვინ იცის, ეგებ ოკეანესაც კი მისწვდე.
ისიც გახსოვდეს, რომ წყალი ლოცვით იკურთხება, ამიტომ ლოცვას ნუ მოიკლებ და ნაკურთხი წყალივით შენც არასოდეს გაფუჭდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები